ქუთაისელი მოსწავლე სამართალდამცავებს დაკარგული ნივთების პატრონის პოვნაში დაეხმარა
თარიღი : 16-02-2016, 18:30 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

ააიპ "ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალის-გიორგი დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლის ქორეოგრაფიული განყოფილების მეხუთე კლასის მოსწავლე ოთარ სულამანიძე მოქალაქეს დაკარგული საფულისა და პირადი ნივთების დაბრუნებაში დაეხმარა.
ოთარ სულამანიძე ქუთაისის #24 საჯარო სკოლის მოსწავლეა. საფულე სოლიდური თანხითა და პირადი ნივთებით სულამანიძემ წერეთლის ქუჩაზე იპოვა, ხოლო ნაპოვნი ნივთები პედაგოგ ავთანდილ კოპალიანს დაუბრუნა, პედაგოგმა კი ნივთები გიორგი დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლის ხელმძღვანელს ლევან კვატაშიძეს გადასცა, რომელმაც თავის მხრივ, საქმის კურსში სამართალდამცავები ჩააყენა.
სამართალდამცავებმა ოთარ სულამანიძის დახმარებით დაკარგული ნივთების პატრონი იპოვეს.
"მიხარია, რომ ჩვენს სკოლაში ასეთი კარგი და სამოქალაქო პასუხისმგებლობით სავსე მოსწავლეები სწავლობენ. ამიტომ, იმისთვის, რომ მეტმა მოსწავლემ და ახალგაზრდამ მიბაძოს ოთარ სულამანიძეს, შესაბამი მადლობის წერილი გავაგზავნე მის სკოლაში, პედაგოგთან და მშობლებთან," - აცხადებს ლევან კვატაშიძე.