ქუთაისს ლატვიის ხელმძღვანელი პირები ეწვევიან
თარიღი : 16-02-2016, 16:54 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების თანამშრომლები 3-დღიანი ვიზიტით ლატვიის დედაქალაქ რიგაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე ,,ბალტურ 2016''-ზე იმყოფებოდნენ. ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობის მიზანს ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა წარმოადგენდა. გამოფენის გახსნის დღეს საქართველოსა და ქუთაისის სტენდი საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში თეიმურაზ ჯანჯალიამ დაათვალიერა, რომელის ინფორმაციით, ქუთაისისა და ლატვიის რესპუბლიკის ქალაქებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ქუთაისს უახლოეს მომავალში ეწვევიან ლატვიის რამოდენიმე ქალაქის ხელმძღვანელი პირები. სტუმრები სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის ქუთაისის საინვესტიციო გარემოს გაეცნობიან.