ტაქსი 'მაქსიმის' ადმინისტრაცია მძღოლების აქციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
თარიღი : 16-02-2016, 16:47 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში, დღეს გამართულ ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციას ტაქსი "მაქსიმი"-ს ადმინისტრაციაში ეხმიანებიან. მძღოლებმა აქციაზე კომპანიის მიერ მძღოლებისათვის დაწესებული ტარიფი გააპროტესტეს.
კომპანიის დირექტორი ავთანდილ მოსეშვილი topnews.com.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ მომხმარებელთა წახალისების მიზნით, დაბალი ტარიფი აქციის ფარგლებში, მხოლოდ 4 დღის განმავლობაში მოქმედებდა.
"ჩვენ ვესაუბრეთ მძღოლებს. ამჯერად ჩვეული ტარიფი მოქმედებს, რომლითაც მძღოლები კმაყოფილები არიან,"- აცხადებს ავთანდილ მოსეშვილი.