ტყიბულში გაფიცული მაღაროელების ნაწილმა მუშაობა განაახლა
თარიღი : 16-02-2016, 13:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ტყიბულში, „საქნახშირ ჯიაიჯის“ ადმინისტრაციის შენობის წინ, მაღაროელთა ნაწილი კვლავ საპროტესტო აქციას მართავს, ნაწილი კი, სამუშაო პროცესს დაუბრუნდა.
ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება - ის მოთხოვნებია, რომელთა შესრულების შემდეგაც, დანარჩენი მუშები სამუშაოს შესრულებას გააგრძელებენ.
მეშახტეების ცნობით, მუშების უმრავლესობამ „მინდელისა“ და „ძიძიგურის“ მაღაროში მუშაობა დღეს დილიდან განაახლა, რადგან ადმინისტრაციამ მათ აცნობა, რომ თუ მუშაობას არ განაახლებდნენ, მათთან შრომითი ხელშეკრულება გაუქმდებოდა.
კომპანიის ადმინისტრაციის თქმით, ისინი იმედს იტოვენებ, რომ დარჩენილი მეშახტეები სამუშაო პროცესს დროულად დაუბრუნდებიან, შემდეგ კი მოლაპარაკება დაიწყება, რამდენად არის შესაძლებელი, რომ მათი ხელფასები გაიზარდოს.