ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ
თარიღი : 16-02-2016, 12:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში ტაქსის მძღოლების ნაწილი გაიფიცა. მძღოლები ქალაქის მასშტაბით გზებზე არსებულ მდგომარეობას, შპს "პარკინგსერვისი"-ს მაღალ ტარიფებსა და ტაქსის მომსახურების დაბალ ტარიფს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, კომპანია მგზავრებს მათ დაუკითხავად დაბალ ტარიფებს სთავაზობს, რის გამოც მძღოლებს მინიმალური ანაზღაურება რჩებათ.
"ფაქტობრივად გამოდის, რომ მოხალისედ გვიწევს მუშაობა. გზები ისეთი ამორტიზებულია, მანქანებს ვსპობთ და ამ მანქანებით შემდეგ სადმე მუშაობა შეუძლებელია. მანამ არ ვიმუშავებთ, ვიდრე ჩვენი სამუშაო პირობები არ გაუმჯობესდება," - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ტაქსის მძღოლების გაფიცვას კომპანია „მაქსიმში“ უპასუხეს. მათი თქმით, თავდაპირველად, კლიენტების მოზიდვის მიზნით, ქუთაისის მცხოვრებლებს დაბალი ტარიფი შესთავაზეს, ახლა კი, ეტაპობრივად, დაწესებულ ტარიფებს გაზრდიან და მძღოლების მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებენ.