Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ შევქმნათ არაფრისგან საინტერესო და პრაქტიკული ნივთები?

თარიღი : 16-02-2016, 12:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge

“დღეს ამ პროფესიას ვემსახურები. პროფესიას, რომელიც წლების წინ მხოლოდ ოცნებაში წარმომესახა,” – ასე იწყებს თავის პროფესიაზე საუბარს ააიპ „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის-მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ნორჩ-დიზაინერთა კაბინეტის გამგე დალი ცუცხვაშვლი.

დალი ცუცხვაშვილი იშვიათი ნიჭით დაჯილდოვებული ერთ-ერთი ადამიანია, რომელსაც არაფრისგან საინტერესო და პრაქტიკული ნივთებისა თუ სუვენირების შექმნა შეუძლია.

http://topnews.com.ge/photo/news/20160216124315.png


რამ გამოიწვია თქვენი დაინტერესება ამ სფეროთი?
-ყოველთვის მქონდა ინტერესი, რომ ხელოვნება ჩემი ცხოვრება გამხდარიყო. ამას უფრო შეუწყო ხელი იმან, რომ დავიბადე ხელოვანის ოჯახში და უფრო ახლო შეხება მქონდა ამ სფეროსთან. მიუხედავად ამისა, მამა მარწმუნებდა, რომ ეს პროფესია არ იყო ის, რაც ცხოვრებაში გამომადგებოდა. მას ეშინოდა, რომ ჩემთვის ეს ძალიან რთული აღმოჩნდებოდა. მეც დავეთანხმე და ჩავაბარე ინგლისურებზე,მაგრამ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა პიონერთა სასახლეში ორგანიზატორად დავიწყე, სადაც სხვადასხვა ღონისძიებების გაფორმება მიწევდა. როდესაც ჩემი შესაძლებლობები დაინახეს, უკვე აქტიურად ჩამრთეს სხვადასხვა სახის ღონისძიებებში და უფრო მეტად ვუახლოვდებოდი ამ სფეროს. აი სწორედ აქედან დაიწყო ჩემი პროფესიის გამოძერწვა, რომელსაც ახლა ვემსახურები. თავდაპირველად მუშაობა ეროვნულ თოჯინებზე დავიწყე, რომელიც თბილისში სამხატვრო გამოფენაზე გავიტანეთ. სწორედ აქ მომანიჭეს სახალხო ოსტატის წოდება.ამის შემდეგ დირექტორმა გურამ ძოწენიძემ მოისურვა ხელოვნების კაბინეტის გახსნა და გამგედ ამირჩია. მას შემდეგ უკვე 15 წელია ამ საქმეს ვემსახურები.

როგორ ფიქრობთ, გაამართლა ამ გზამ თქვენს ცხოვრებაში?
-კმაყოფილი ვარ იმ გზით, რომელსაც ახლა მივუყვები. ეს საქმე ჩემთვის სიცოცხლის წყაროა. მისით ვცოცხლობ. ეს არის ჩემი სამყარო და სწორედ ის მაძლევს სიმშვიდეს ამ წუთისოფელში. ჩემი ცხოვრების ყველა დეტალი დაკავშირებულია ხელოვნებასთან. ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და ყოველთვის ვცდილობ, დღითიდღე ახალი მივაწოდო მათ, რომ უფრო დაინტერესდნენ ამ სფეროთი და არ ჩაუქრეთ სტიმული. გამოფენები ჩვენი ნამუშევრების შედეგია, ყველაფერი ერთად აღებული სამყაროს სრულყოფილად ხდის ჩემთვის.

რამდენად არის დაინტერესება დღევანდელი ახალგაზრდების ამ სფეროთი?
-ამ დროისათვის 17-მდე მოსწავლე მყავს. ინტერესი ძალიან დიდი არის ახალგაზრდებში.დიდი სიხარულით ეუფლებიან ამ სფეროს. ადრე დიდი ყურადღება ქსოვას, ქარგვას და სუვენირების დამზადებას ეთმობოდა. დღეს კი ეს მიმართულებები ქვილინგურმა კონსტრუქციამ, დეკორმა და დეკოპაჟმა ჩაანაცვლა. ბევრმა ჩემმა მოსწავლემ დაასრულა აკადემია და ამ სფეროს გაყვა. მყავს 6-5-4 წლის ნასწავლი ბავშვები. ისინი მონაწილეობენ და იმარჯვებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, ახდენენ თავისი ცოდნის რეალიზაციას. მაგალითად ჩემმა ორმა მოსწავლემ საახალწლოდ გაიმარჯვა სკოლებს შორის გამართულ კონკურსში და დაჯილდოვდა კიდევაც.

როგორ მოახერხეთ ახალი მიმდინარეობის- ქვილინგების შესწავლა? რა მეთოდებს იყენებთ იმისათვის, რომ არაფრისგან შექმნათ ძალიან ლამაზი კონსტრუქციები?

-ყველაზე ფართო ქსელი ჩვენი დახმარების არის ინტერნეტი. სწორედ იქ ვნახე ეს მიმართულება პირველად.ძალიან მომეწონა და იმდენად გამიტაცა, რომ დავიწყე საჭირო ინსტრუმენტების შეროვება. გამოვწერე ქაღალდის სპეციალური დასახვევი მოწყობილობის სრულის კომპლექტი. სხვა დანარჩენი-ფერების შეხამება, დიზაინი, ეს უკვე გამოცდილების და გემოვნების საკითხია. მიღებული ცოდნა ბავშვებსაც გავუზიარე და ისე მალე აუღეს ალღო უკვე ჩემზე უკეთესად აკეთებენ ყველაფერს.

რამდენად ხშირად აწყობთ გამოფენა-გაყიდვებს?

-გამოფენა ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი ნამუშევრების რეალიზაციისათვის, ამიტომ მას ძალიან ხშირად ვმართავთ. თითქმის ყოველ ახალ წელს, დღესასწაულებზე და ა.შ. წელს ოპერის თეატრმა გვიმასპინძლა. სამი წლის განმავლობაში ჩვენი გამოფენები იმართებოდა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში. ცენტრალურმა პარკმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიგვიღო. იყო გამოფენა-გაყიდვაც, სადაც ბავშვებმა საკუთარი ხელოვნების ნიმუშები გაყიდეს. შემოსული თანხით ისევ ახალი სამუშაო რესურსები შეიძინეს და უფრო მეტი სტიმულით შეუდგნენ ახალი ნივთების დამზადებას.

თქვენი დაწესებულება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. რამდენად გაქვთ ხელშეწყობა ზემდგომი ორგანოებიდან?

-ქვილინგებზე მუშაობისას ყველაზე მთავარი ფურცლის საჭრელია, რომელიც არ გაგვაჩნია. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ხელით, მაგრამ ვერ ვიცავთ სისწორეს. აიპი დაგვპირდა, რომ საჭრელს შეგვიძენდნენ, მაგრამ სამი წელია უკვე დაპირება დაპირებად რჩება. ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს ასრულდება ეს დაპირება. .გვიჭირს სამუშაო რესურსები. არ გვაქვს საკმარისი ქაღალდი წებო. ეს ყველაფერი ბავშვებს საკუთარი ხარჯებით მოაქვთ. მიუხედავად ამ მდგომარეობისა, ჩვენ მაინც არ ვკარგავთ იმედს, რომ ოდესმე გვექნება სამუშაოსათვის საჭირო რესურსები. თუ ფართო პროფილით მოხდება ამ პროფესიის პოპულარიზაცია, ეს დიდ სარგებელს მოუტანს, როგორც მოსწავლეს, ასევე ჩვენს ქალაქს. აი მაგალითად ავიღოთ მისალოცი ბარათები, რომლებიც მაღაზიაში იყიდება. ზუსტად მის მსგავსებს აკეთებენ ჩვენი ბავშვები და ბევრად უფრო ბუნებრივს. თუ მათ შანსი მიეცემათ რომ გაყიდონ პროდუქტი, მეტი სტიმული ექნებათ მუშაობისათვის. არა გვაქვს ჩარჩოები, რომელიც აუცილებელია, რადგან ჩარჩოში ჩასმული ნახატი სულ სხვა ეფექტით გამოიყურება. პრაქტიკული თაროები რომ გვქონდეს, ნამუშევრებს მათზე გადავანაწილებთ და ყველაფერი უფრო თვალსაჩინო და ლამაზი იქნება.

„სანამ აქ მოვიდოდი ბევრად რთული მეგონა ეს ყველაფერი. თავდაპირველად არ ვიცოდი ეს წრე თუ არსებობდა. ამ კონსტრუქციებს მხოლოდ მაღაზიებში ვნახულობდი. დედიკოს წყალობით წელს სწავლა დავიწყე და ძალიან მომწონს. ვფიქრობ, რომ ეს არის საქმე, რომელსაც მომავალშიც გავაგრძელებ,“ - აცხადებს ნორჩ დიზაინერთა კაბინეტის წევრი ქრისტინე ჭელიძე.


ნანახია: 2420-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პედაგოგი ამბობს, რომ ჭადრაკის მიმართ ბავშვების ინტერესი ძალიან დიდია.
„ალბათ, ყველაზე გამოუსწორებელი სირთულე ადამიანის დაკარგვაა, რადგან ამას უბრალოდ აღარაფერი ცვლის“
ფიზიკურად დიდ შრომას მოითხოვს და ხანდახან 14-დან 16-საათამდე შრომაა საჭირო.
Topnews.com.ge-სთან საუბარში ხელოვანები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საკუთარი სიამოვნებისთვის ხატავენ, რადგან შემოქმედ ხალხს

ამინდი