"ქუთაისს ექნება თავშესაფარი გულისხმიერი პერსონალით და საუკეთესო პირობებით ცხოველებისთვის"
თარიღი : 16-02-2016, 10:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში არსებული ააიპ "სპეციალური სერვისების" მუნიციპალური ძაღლსაფარი საქართველოს ცხოველთა უფლებების კომიტეტის წევრებმა დაათვალიერეს. კომიტეტის წარმომადგენელი თამთა შარაბიძე აცხადებს, რომ ძაღლსაფარში ცხოველთათვის ყველა პირობა იქმნება.
"მოგესალმებით მეგობრებო! კარგად მოგეხსენებათ ამ ბოლო დროს ქუთაისის ძაღლთა თავშესაფრის გარშემო ატეხილი ამბების შესახებ. დღეს გახლდით ქუთაისში, სადაც პირადად შევხვდი ქუთაისი მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისები"-ს დირექტორს ბატონ გელა გაგუას და ამავე სამსახურის დირექტორის მოადგილეს ბატონ არჩილ ჭავჭანიძეს. გავაცანი მათ რეკომენდაციები თავშესაფრის მშენებლობის თუ შემდგომი საქმიანობის საკითხებში, ყველა საკითხზე მივიღე მათგან თანხმობა. ადგილზე მოვინახულეთ მშენებარე თავშესაფარი, სადაც ამჟამად არის 26 ვოლიერი, გრძელდება ვოლიერების დამატება, ცალკე შენდება კარანტინის ზონა, ნაოპერაციევი ძაღლების ოთახი, ლეკვების ვოლიერები. ასევე შემოღობილ ტერიტორიაზე ჩაიდგმება ხის სახლები არააგრესული ცუგებისთვის. თავშესაფარში უახლოეს დღეებში მუშაობას დაიწყებს სამი ცხოველთა მოყვარული ადამიანი, რომელთაც ჩვენ გავუწევთ რეკომენდაციას.ასევე დავეხმარებით თავშესაფარს მედიკამენტების სიის შედგენაში,უკვე ყავთ ერთი ვეტექიმი, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ოპერაციებზე( სტერილიზაცია-კასტრაცია). ვეძებთ ქუთაისში მცხოვრებ მონდომებულ, ახალგაზრდა ვეტექიმს, რომელიც ჩაიბარებს თერაპიულ პაციენტებს. მოკლე ტრენინგს ჩავუტარებთ მოხალისე ექიმები და ვეტექიმები. თუ ვინმე გეგულებათ, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კანდიდატურები. მარტის ბოლოს ისევ ვესტუმრებით თავშესაფარს, სადაც სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებული იქნება. დიდი იმედი გვაქვს,რომ სულ რამდენიმე თვეში ქუთაისს ექნება ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად მიახლოებული თავშესაფარი, გულისხმიერი პერსონალით და საუკეთესო პირობებით ცხოველებისთვის. მალე შეიქმნება ფეისბუქ გვერდიც, სადაც ყოველდღიურად გაეცნობით თავშესაფრის სიახლეებს, ასევე დაიდება შემოყვანილი ცუგების ფოტოები, ასე რომ ჩვენს დასავლეთში მცხოვრებ ცხოველთა მოყვარულებს საშუალება ექნებათ, უკვე ქუთაისის თავშესაფრიდან აიყვანონ ოთხფეხა მეგობრები (heart ემოცია). ნებისმიერ დროს შეგეძლებათ მისვლა, დათვალიერება, ცხოველების გასეირნება. ხელმძღვანელობას ასევე დაგეგმილი აქვს ლაბორატორიის გაკეთება ამავე ტერიტორიაზე, რაც საშუალებას მისცემს ვეტექიმებს, ზუსტი დიაგნოზი დასვან. მოკლედ სამუშაოები უკვ დაწყებულია. გილოცავთ ცხოველთა მოყვარულებს!," - აცხადებს თამთა შარაბიძე.