"ნაციონალებმა" ქუთაისის მერიას სასამართლო დავა მოუგეს
თარიღი : 16-02-2016, 00:43 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია არ დააჯარიმა. საუბარია სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.
1000 ლარით "ნაციონალების" დაჯარიმების მოთხოვნით სასამართლოს ქუთაისის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა მიმართა. აღნიშნულმა სამსახურმა ამგვარად, პარტიის ქუთაისის ოფისის აივანზე პროტესტის გამომხატველი წარწერების გამოტანა გააპროტესტა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა იცავდა.