გაფიცული მეშახტეები ღამის გათევას შახტის ადმინისტრაციის კართან აპირებენ
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გაფიცული მეშახტეები ღამის გათევას შახტის ადმინისტრაციის კართან აპირებენ

თარიღი : 15-02-2016, 20:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის მუნიციპალიტეტში დღეს დილიდან მეშახტეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "საქნახშირ ჯი აი ჯი"-ს დაახლოებით 1 000-მდე მეშახტე ხელფასების 30%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. მეშახტეები აცხადებენ, რომ ისინი მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლებიან და ღამეს შახტის ადმინისტრაციის კართან გაატარებენ.

შახტის გენერალური დირექტორის ვახტანგ ჩხეიძის სახელზე მეშახტეების მხრიდან შესულია განცხადება, რომელსაც ხელს 700 - მდე მუშა აწერს ხელს. მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციული შენობის წინ გაფიცულებთან მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი და საკრებულოს თავმჯდომარე მოადგილესთან ერთად იმყოფებოდნენ. ისინი ოფიციალურ პირებს შეხვდნენ და ასევე აქციის მონაწილეებს გაესაუბრნენ.

თავად საწარმოს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათ მეშახტეთა მოთხოვნების შესახებ მხოლოდ აქციით შეიტყვეს. "სახნახშირ ჯი აი ჯი"-ს წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ გაფიცულებთან შეხვედრას გეგმავენ.

ცნობისთვის, მეშახტეთა საშუალო ხელფასი 500 ლარს შეადგენს.


ნანახია: 944-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტყიბულში მე-10 დღეა მეშახტეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მეშახტეებს არ აკმაოფილებთ ადმინისტრაციის წარმომადგენლის ის განცხადება, რომლის თანახმად, მინდელის სახელობის შახტის დირექტორი მზად
ტყიბულში, გაფიცული მეშახტეების მიერ ადმინისტრაციის შენობაში შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო
გაფიცულები შახტის ადმინისტრაციის დასჯას ითხოვენ.
15 დღეა ტყიბულში მეშახტეთა გაფიცვა მიმდინარეობს.
გაფიცულ მეშახტეებს ტყიბულში არსებულ ბაზრობებსა და სავაჭრო ობიექტებზე დასაქმებულები შუერთდნენ.
ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს
ჯამში ხეივანში 300-მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.

ამინდი