ონლაინ-სესხები უნდა აიკრძალოს!
თარიღი : 15-02-2016, 19:13 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

“ონლაინ სესხები უნდა აიკრძალოს” – ასე უპასუხა გამოკითხვაში – “როგორ უნდა რეგულირდებოდეს ონლაინ–სესხები?”, – მონაწილე პირების უმრავლესობამ. ონლაინ-სესხების პოპულარობის ზრდასთან ერთად ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება. ექსპერტულ წრეებში უკვე აქტიურად განიხილავებ ამ დარგის რეგულირების საკითხს.
“ბანკები და ფინანსები” გამოეხმაურა აღნიშნულ პრობლემას და საკუთარ ვებ–გვერდზე www.BFM.ge ჩაატარა გამოკითხვა, – როგორ უნდა რეგულირდებოდეს ონლაინ–სესხები? გამოკითხვა გაგრძელდება 2016 წლის 28 იანვრიდან 6 თებერვლამდე, პრინციპით ერთი კომპიუტერიდან ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ. გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 2102 მოქალაქემ მიიღო.
კითხვაზე “როგორ უნდა რეგულირდებოდეს ონლაინ–სესხები?”, ხმები ასე გადანაწილდა:
არ უნდა რეგულირდებოდეს – 5% (95 ხმა);
უნდა დაარეგულიროს ეროვნულმა ბანკმა – 26% (556 ხმა);
უნდა აიკრძალოს – 69% (1451 ხმა).
გამოკითხვის შედეგებით მოსახლეობის 69% ამ ბიზნესის საერთოდ გაუქმების სურვილს გამოთქვამს. საინტერესოა, რამ თუ გავითვალისწინებთ, ონლაინ-სესხების საკრედიტო პროცენტებს ნათლად გამოჩნდება, თუ რამ გამოიწვია საზოგადოებაში ამ სფეროსადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება.
“ბანკები და ფინანსებმა” განიხილა რამდენიმე ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციის პირობები, თუ რა პროცენტიანი სესხით უწევთ მომხმარებლებს საეგებლობა 600 ლარის სესხის 30 დღიანი პერიოდით აღების შემთხვევაში. სესხის აღებისას პირველ ჯერზე თანხის ოდენობა შეზღუდულია, შესაბამისად 600 ლარის კრედიტის ამღები მინიმუმ მეორედ ან/და მესამედ უნდა სარგებლობდეს ამ პროდუქტით.
გთავაზობთ, რამდენიმე ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციის წლიურ საპროცენტო განაკვეთებს 600 ლარიან, 30 დღიანი სესხის შემთხვევაში:
Vivus.ge – 450%;
Netcredit.ge – 734.97%;
CCloan.ge – 734.97%;
Moneyman .ge- 749.35%;
Crediton.ge – 872.84%;
აღსანიშნავია, რომ ყველა ეს სეხი რეკლამირდება, როგორც 0%-იანი კრედიტი. ამასთან საყურადღებოა, რომ სხვა ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციებშიც მსგავსი მდგომარეობაა, თუ უარესი არა. “ბანკები და ფინანსების” გამოკითხვის შედეგების შეფასება არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ჯანიაშვილს ვთხოვეთ.
“მოსახლეობის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოწვეულია იმ პრობლემებისგან, რაც ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციებმა შეუქმნა ქართულ საზოგადოებას. გამომდინარე იქიდან, რომ სეხებს გასცემენ ძალიან ძვირად, ჯარიმები და საურავებიც, ასევე არაადეკვატურად მაღალი აქვთ. მესმის ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი, თუმცა მსგავს ორგანიზაციებთან ურთიერთობას მაქსმიალურად უნდა ვერიდოთ. ვცდილობ, ჩემს ირგვლივ ყველა გავაფრთხილო, რომ არ ისარგებლონ ონლაინ-სესხების მომსახურებით.
ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციების მუშაობას ქვეყანაში არცერთი კანონი არ არეგულირებს, შესაბამისად მათ საქმიანობაში სრული თავისუფლება ენიჭებათ. თითოეულ მათგანს შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ დააწესოს საპროცენტო განაკვეთი, რაც ხშირად გაუაზრებლად მაღალ ნიშნულებს აღწევს. სამწუხაროდ, არ არსებობს ონლაინ-სესხების შემოსავლების ან/და ბრუნვის სტატისტიკა. “აფბას” აგრძელებს ამ სფეროს შესწავლას და უახლოეს მომავალში შესთავაზებს საზოგადოებას საკუთარ რეკომენდაციებს. საჭიროა ამ სფეროს რეგულირება, ამ მხრივ რამდენიმე ვარიანტის განხილვა შეიძლება, თუნდაც, რომელიმე ევროპული ქვეყნის მაგალითის გადმოღებაც. ფაქტია, რომ ასე გაგრძლება არ შეიძლება”, – განაცხადა “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი ტიპის საკრედიტო ორგანიზაციები მკაცრი რეგულაციების ქვეშ არიან. მაგალითად, ლიტვასა და ლატვიაში მათზე ზედამხედველობას ეროვნული ბანკი ახორციელებს. ცოტა ხნის წინ ლიტვაში მოქმედი სწრაფი სესხების კომპანიებს შორის უმსხვილესს, – 4finance-ს, რომელიც იყენებს სავაჭრო მარკებს SMSCredit-სა და Vivus-ს კრედიტების გაცემა აეკრძალათ.
“ჩვენ მივიღეთ უმკაცრესი ზომები 4finance-ს მიმართ, რაც გამოწვეული იყო რეგულაციების დარღვევითა და ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად საზედამხედველო ორგანოს მიერ გაცემული ინსტრუქციების შეუსრულებლობით. დარღვევები ძირს უთხრის ნდობას ფინანსური სისტემების და ამ სისტემების შემადგენელი ნაწილების მიმართ. სწორედ ამიტომ, SMSCredit-სა და Vivus-ს არ მიეცათ საქმიანობის გაგრძელების უფლება. ეს მდგომარეობა გაგრძელდება სამომავლოდაც”, – აცხადებს ლიტვის ცენტრალური ბანკის ზედამხედველობის სამსახურის დირექტორი, ვიტაუტას ვალვონისი.
2015 წელს ლიტვის ცენტრალურმა ბანკმა 4finance-ის სათაო ოფისი 362 000 ევროთი დააჯარიმა. იგივე კომპანია 2013 წელს 45 000 ევროთი დაჯარიმდა.
bfm.ge