ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების ქველმოქმედება
თარიღი : 15-02-2016, 18:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ლეიკემიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის თვითმმართველობამ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გასართობ ცენტრში უმასპინძლა.
საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, მისმა მოადგილეებმა- ბექა ყანჩელმა და ნიკოლოზ ლატარიამ საკუთარი ხარჯებით ბავშვები გასართობ ცენტრში დაპატიჟეს.
ლეიკემიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციას ქუთაისის მერი შეუერთდა. შოთა მურღულიამ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ანალოგიური აქცია გასულ წელს ქუთაისის მერიის დაფინანსებითაც მოეწყო. ასევე, გასულ წელს ქუთაისის მერიამ აამოქმედა ახალი პროექტი, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებს ფინანსურად ეხმარება.
ქუთაისში ლეიკემიით დაავადებული 18 წლამდე ასაკის 11 ბავშვია.