Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ქუთაისში კონფერენციას დაესწრო

თარიღი : 15-02-2016, 16:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქუთაისში პერინატალური მოვლის რეგიონალიზაციის თემაზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ასევე მოწვეულები იყვნენ: იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონების გამგებლები, სამედიცინო დაწეებულებების ხელმძღვანელები, სამეანო და ნეონატალური სამსახურის ხელმძღვანელები და ანტენატალური სერვისების მიმწოდებლები (ექიმები).

პერინატალური რეგიონალიზაციის მიზანია ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და დროული მოვლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მშობიარობამდე, მშობიარობის დროს და მშობიარობისშემდგომ პერიოდში. რეგიონალიზაციის კონცეფციაში ცენტრალური ადგილი რისკების შეფასებას და მომსახურების შესაბამის დონეზე გადაყვანის შესაძლებლობას უჭირავს.

ჯანდაცვის სამინისტრომ პერინატალური რეგიონალიზაცია 2015 წლის 1 მაისიდან დაიწყო იმერეთისა და რაჭა- ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის პილოტურ რეგიონებში. პროცესი სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.


ნანახია: 1895-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
რომელშიც ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და მის გაუმჯობესებაზე ისაუბრეს
რომელშიც ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და მის გაუმჯობესებაზე ისაუბრეს

ამინდი