ხარაგაულის გამგეობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს დაეხმარა
თარიღი : 15-02-2016, 16:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის სკოლა–პანსიონის (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე) სამოქალაქო ,,სმარტკლუბის“ წევრებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსთან, ალექსანდრე ტაბატაძესთან ერთად სოფელ ვარძიაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ნიქაბაძეების ოჯახი მოინახულეს და მათ საკვები პროდუქტები და საოჯახო ნივთები გადასცეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ბორის სკოლა-პანსიონის სამოქალაქო „სმარტკლუბის“ სოციალური ხასიათის აქციებს პირველად შეუერთდა. ეს ურთიერთ თანამშრომლობა სოციალური ხასიათის პროექტების ერთად დაგეგმვას და განხორციელებას გულისხმობს.
მერაბ ნიქაბაძის ოჯახს საცხოვრებელი სახლი ერთი თვის წინ დაეწვა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მას ერთჯერადი თანხით - 300 ლარით და სტიქიით დაზარალებულთა პირველ კატეგორიაში, გათვალისწინებული თანხის, ორმაგი რაოდენობით, 2400 ლარით დაეხმარა.
„სახლის მშენებლობა ისევ ნასახლარზე დავიწყეთ, ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩარიცხული თანხით შევიძინეთ სამშენებლო მასალა, სოფელი გვერდით გვიდგას, გვეხმარებიან, მადლობლები ვართ. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. ახლა ჩვენთვის ყველანაირი დახმარება მნიშვნელოვანია,“- განაცხადა ნიქაბაძეების ოჯახის წარმომადგენელმა მაია გურგენიძემ.
როგორც ნიქაბაძეების ოჯახის წევრებს ალექსანდრე ტაბატაძემ განუცხადა, უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის გამგეობა საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარებას გეგმავს, საიდანაც შემოსული თანხა, მათი სახლის მშენებლობას მოხმარდება.
გამგებლის წარმომადგენელმა ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულში, მზექალა გლუნჩაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად უდგას გვერდით მერაბ ნიქაბაძის ოჯახს.
„ამ ორიოდ დღეში შეკეთდება სახლამდე მისასვლელი 500 მეტრიანი გზა, რომელიც ამჟამად ამორტიზებულია და ტრანსპორტის მოძრაბა შეზღუდულია. სამშენებლო მასალის მოტანა ფიზიკური შრომით უწევთ. მადლობა ბორის სკოლა-პანსიონის სამოქალაქო კლუბს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას დღევანდელი აქციისთვის,“- განაცხადა მზაქალა გლუნჩიძემ.
სამოქალაქო კლუბის წევრები ნიქაბაძეების ოჯახს ფიზიკური შრომითაც დაეხმარენ და მშენებარი სახლის მიმდებარე ტერიტორია ძველი სახლის ნანგრევებისგან გაასუფთავეს.