ქუთაისში ავღანეთის ომში დაღუპულები გაიხსენეს
თარიღი : 15-02-2016, 14:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა ავღანეთში მებრძოლ ვეტერანებთან ერთად, ავღანეთში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. დღევანდელ დღეს 27 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1989 წლის 15 თებერვალს მაშინდელმა საბჭოთა კავშირის ჯარებმა ავღანეთის ტერიტორია დატოვეს. ავღანეთში 130 ქუთაისელი იბრძოდა, რომელთაგან ორი ომში დაიღუპა. დღეის მონაცემებით, ქუთაისი-ავღანეთის მეომართა კავშირში 33 ვეტერანი ირიცხება. მათ ქუთაისის მერიამ ერთჯერადი დახმარების სახით 6 000 ლარი გამოუყო.