"ხორუმი",-ქართველ სტუდენტთა გაერთიანება გერმანიაში

ფრაიბურგის უნივერსიტეტში ქართველ სტუდენთა გაერთიანება „ხორუმი“ დაფუძნდა. ამის შესახებ topnews.com.ge-ს ინფორმაცია "ხორუმი"-ს ხელმძღვანელმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მარიამ თაბუკაშვილმა მიაწოდა. თაბუკაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის მიზანს გერმანიაში საქართველოსა და ქართული კულტურის გაცნობა-პოპულარიზაცია, ასევე, ქართველ სტუდენტთა ხელშეწყობა წარმოადგენს.
„ხორუმი“-ს წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი სტატუსის, ასაკის, სქესისა და ეროვნების განურჩევლად. გაერთიანებაში მიიღებიან ბავშვები მშობლების თანხმობით. ვიმედოვნებთ, რომ ბევრი ქართველი დაინტერესდება გაერთიანებასთან თანამშრომლობით და შევძლებთ საქართველოსა და ქართული კულტურის ღირსეულად წარმოჩენას გერმანიაში," - აცხადებს მარიამ თაბუკაშვილი.