პრეზიდენტი: ხელისუფლებამ პარლამენტი საძოვრად გადააქცია
თარიღი : 17-10-2013, 16:39 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის აშენება მისმა ხელისუფლებამ ერთ წელიწადში შეძლო, ახალმა ხელისუფლებამ კი ის საძოვრად გადააქცია. ამის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან გააკეთა.
„ამ შენობის ტერიტორიის მოწყობას ერთი თვე სჭირდებოდა. ამ ხელისუფლებას აქვს ერთი მთავარი გეგმა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები პირველ ტურში დაასრულოს, ხოლო შემდეგ პირველივე კენჭისყრაზე ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას უყაროს კენჭი. მე გადავწვიტე და გავაკეთე. კბილებით ვიცავ ქუთაისს, როგორც საპარლამენტო ქალაქს. ახალ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, უნდა იყოს თუ არა ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი. მე პინოჩეტი არა ვარ და დიქტატურას ვერ დავამყარებდი,“ - გაანცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა აქვე ქუთაისელებს სწორი არჩევანის გაკეთებისაკენ მოუწოდა.