"პარკინგსერვისის" საჩუქარი მძღოლებს სასიყვარულო სტიკერების სახით
თარიღი : 14-02-2016, 14:56 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, პარკირების სისტემაზე პასუხისმგებელი შპს "პარკინგსერვისი" მძღოლებს ვალენტინობას ულოცავს. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "პარკინგსერვისი" სასიყვარულო სტიკერებით დაასაჩუქრებს ყველას ერთი კვირის მანძილზე, ვინც უკვე შეიძინა ან აღნიშნულ პერიოდში შეიძენს პარკინგ მომსახურებას.
"არსებობს განსაკუთრებული დღეები, რომელიც ჩვენს ყოველღიურობას უფრო ღირებულს ხდის. ამოიცნო ის ერთადერთი ალტერნატივა და იცხოვრო მასთან ერთად, დიდი ბედნიერება და კომფორტია. სწორედ ასეც უნდა ხდებოდეს! ნებისმიერი გულით გაკეთებული საჩუქარი ბედნიერებაა, თუმცაღა არსებობს რაღაცები, რაც საჩუქრის ადრესატს აუცილებლად მოგვრის კომფორტს. "პარკინგსერვისი" სასიყვარულო სტიკერებით გასაჩუქრებთ ყველას ერთი კვირის მანძილზე, ვინც უკვე შეიძინა ან ამ პერიოდში შეიძენს ჩვენთან ოფისში პარკინგ მომსახურებას," - აცხადებენ კომპანიაში.