ქუთაისის ციხეში პატიმარი შიმშილობს

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთი პატიმარი შიმშილობს, ხუთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა,- ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს პატიმრების ახლობლებმა ციხესთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განუცხადეს. პატიმრების ახლობლები ციხის ადმინისტრაციას უყურადღებობაში აანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათ ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება არ ექცევა. ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახი კი პატიმრის რუსთავში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს. მათი განცხადებით, თუკი პატიმრებს სათანადო ყურადღება არ მიექცევათ, მსჯავრდებულების ახლობლები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.