ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებლები, მათ მიმდებარედ კორპისის მშენებლობას აპროტესტებენ

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებლები, მათ მიმდებარედ კორპისის მშენებლობას აპროტესტებენ.
ადგილობრივები ბოლო რამდენიმე ღამეა იმ ტეროტორიაზე ათენებენ, სადაც უახლოეს პერიოდში კორპუსის მშენებლობა უნდა დაიწყოს.
ადგილი სამშენებლო კომპანიამ სპეციალური თუნუქის ფირფიტებით უკვე შემოსაზღვრა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ კომპანიას მშენებლობის უფლებას არ მისცემენ და პერიმეტზე ათობით ადამიანი 24 საათის განმავლობაში იმორიგევებს.
„ვიბრძოლებ ვიდრე ცოცხალი ვარ და გამორიცხულია, რომ ვინმეს ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობის უფლება მივცეთ. ტეროტორიაზე კორპუსის აშენების შემდეგ რამდენიმე სახლი მთლიანად დაიჩრდილება, ასევე ეზოში სახანძრო ბრიგადები შემოსვლას ვერ შეძლებენ. გუშინ ღამე გავათენე და დღესაც იგივეს ვაპირებ“,-ამბობს მარინა გახუნდარიძე.
ადგილზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეებიც იყვნენ მისულები, მათ მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს. მოგვიანებით ტერიტორიაზე კომპანიის ერთ-ერთი მეწილეც მივიდა, რომელმაც განაცხდა, რომ მათ მშენებლობის უფლება ქუთაისის მერიამ მისცა და ადგილზე სამშენებლო სამუშაოები კანონის სრული დაცვლით, რამდენიმე დღეში დაიწყება.