,,ბიზნესმენი ახლო ხედით“- გელა გოქაძე

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იწყებს ახალ რუბრიკას- ,,ბიზნესმენი ახლო ხედით“.
რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
რუბრიკის მორიგი სტუმარი კლინიკა ,,გგ“-ს დირექტორი გელა გოქაძეა.
36 წელია რაც ექიმად მუშაობს. 26 წელი მართავდა ბავშვთა #4 პოლიკლინიკას და 4 წელია რაც სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი შპს ,,გგ“ დააარსა. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ცდილობს თავისუფალი დრო მეგობრებთან ერთად გაატაროს, ტრადიცულად სუფრასთან. გელა გოქაძე კოლექციონერია- ბავშვობიდან აგროვებს მანქანების მოდელებს. კოლეციონერობის გარდა, კლინიკა ,,გგ“-ს დამფუძნებელი ,,ბითლომანია“ და სამუშაო კაბინეტის კედლებიც ,,ბითლზების“ სურათებით აქვს გაცოცხლებული. ,,ბითლზების სიმღერების 90% სიყვარულზეა და როგორ შეიძლება არ გიყვარდეს,“ - განაცხადა Topnews.com.ge-სთან საუბარში გელა გოქაძემ.
გელა გოქაძის, როგორც ბიზნესმენის ახლო ხედით გაცნობას topnews.com.ge შემდეგი კითხვარით შეეცდება.
ჩემი პირველი სამსახური იყო - როცა პირველ წელს ვერ მოვეწყვე ინსტიტუტში,ვლადიკავკაზში, ანატომიის კაბინეტში ვმუშაობდი სანიტრად.
პირველი ხელფასი იყო 110 მანეთი-ინტერნატურის დროს.
ახლა რომ აბიტურიენტი ვიყო ისევ სამედიცინოზე ჩავაბარებდი.ეს ჩემი მოწოდებაა,განსაკუთრებით პედიატრია,რომელიც ჩემმა ექიმმა შემაყვარა და უკვე 13 000-ზე მეტმა ბავშვმა გაიარა ჩემს ხელში.
სამსახურში დღეს ვიწყებ ჩაით ან ყავით, ვაგვარებ საორგანიზაციო საკითხებს და ვიწყებ პაციენტების მიღებას.
როცა პენსიაზე ვიქნები ხრესილში მაქვს სოფელი და ალბათ იქ ვიცხოვრებ, მაგრამ სახლში ვერ ვჩერდები. მგონია, რომ ეს არასოდეს მოხდება და სტეტოსკოპით ხელში მოვკვდები.
ყველაზე მეტად მეშინია ომის და მინდა, რომ ომი აღარ იყოს.
ყველაზე ძალიან მინდოდა გამეკეთებინა - ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი აუზებით, სადაც 2-3 თვიდან დავუწყებდით ბავშვებს მკურნალობას,გაჯანსაღებას. ამ ცენტრის გახსნა ჩემი ოცნებაა.
წარმატების მისაღწევად საჭიროა ტიტანური შრომა.
საყვარელი სადღეგრძელო- სიყვარულის.
ინფორმაციას ვიღებ პრესით, როგორც ქართული,ისე უცხოური ბეჭდური მედიიდან და მცირედ ტელევიზიიდან.
ახლა ვკითხულობ წიგნებს სერიიდან ,,100 გამოჩენილი ადამიანის ცხოვრება“ და სულ ახლახანს გადავიკითხე დიუმას ,,სამი მუშკეტერი“-ჩემი ბავშვობის საყვარელი წიგნია. კითხვა ჩემი ჰობია-საღამოს ნახევარი საათი მაინც რომ არ წავიკითხო ვერ დავიძინებ.
ქვეყანა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი - არის ინგლისი. ზრდილი, მოწესრიგებული ხალხია და რაც მთავარია, ,,ბითლზების“ ქვეყანაა.
ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობ სახლში და სამსახურში.
ჩემი საყვარელი სპორტის სახეობაა ფეხბურთი და კალათბურთი.
საყვარელი სპორტსმენი- მე როგორც ძველი კალათბურთელი პატივს ვცემ მაიკლ ჯორდანს, თუმცა როგორ შეიძლება დაგავიწყდეს პელე,მარადონა,ან თბილისის დინამოს ფეხბურთელები.
საყვარელი ფეხბურთის გუნდი- ვქომაგობ ,,ბარსელონას“ და ,,მანჩესტერ იუნაიტეტს“.