Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიგა აბულაძე:თეატრი ჩემი ცხოვრებაა...თეატრი ჩემთვის იგივეა,რაც დედა და მამა

თარიღი : 13-02-2016, 11:28 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გთავაზობთ ახალ რუბრიკას, სახელწოდებით "არტ"-ი. რუბრიკის მიზანს მკითხველისა და საზოგადოებისათვის იმერეთის რეგიონსა და ქუთაისში, კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე წარმატებული და საინტერესო ადამიანების ახლოს გაცნობა წარმოადგენს. "არტ"-ის მორიგი სტუმარი ქუთაისის მოაზარდ- მაყურებელთა ახალგაზრდული თეატრის- ,,მარჯანიშვილელების“ დასის მსახიობი გიგა აბულაძეა.


გიგა აბულაძე ამჟამად ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია, მაგრამ როგორც თავად ამბობს, დროის უმეტეს ნაწილს ,,მარჯანიშვილელებთან," ,,მშობლიურ" გარემოში ატარებს.

მსახიობისთვის ჩვეული დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ცდილობს თავისუფალი დრო ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობაში დახარჯოს. უყვარს წიგნების კითხვა, ფილმების და სპექტაკლების ყურება, განსაკუთრებით ძველი სპექტაკლების.

როდის და როგორ მოხვდით ,,მარჯანიშვილელებთან?
პირველად სპექტაკლში მონაწილეობა 2009 წელს მივიღე და მას შემდეგ მათთან ერთად ვარ. პირველი თაობის წარმომადგენელი ვარ და ჩემთვის ეს ძალიან საამაყოა. განსაკუთრებით მეამაყება, როცა ერთმა ახალგაზრდამ ერთ-ერთ თეატრალური ფესტივალის დასრულების შემდეგ ბატონ თორნიკეს უთხრა-,,მადლობა,რომ რამდენიმე დღით ქუჩას მოგვაშორეთო“. მე ამ დიდი ოჯახის ნაწილი ვარ.

გურამ საღარაძის სახელობის პრემია აიღეთ კონკურსში-,,მხატვრული კითხვის ოსტატები“.მოგვიყავით ამ კონკურსზე.
ამ პრემიის აღება დიდი სტიმულია და პატივია ჩემთვის. მთელი საქართველოდან მხოლოდ პროფესიონალები იღებდნენ კონკურსში მონაწილეობას და ამიტომაც გამიკვირდა გამარჯვება. ქუთაისიდან სულ 11 მონაწილე ვიყავით და ორმა ,,გამორჩეული მონაწილის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. ყველამ აღნიშნა,რომ ქუთაისიდან ჩამოსულმა საზოგადოებამ ,,ტონი“ აჩვენა და მე ეს ძალიან მახარებს.

მანამდე თუ მიგიღიათ სხვა კონკურსებში მონაწილეობა?
წინა წელს ვმონაწილეობდი კონკურსში ,,ვკითხულობთ გალაქტიონს“ და იქაც პირველი ადგილი ავიღე. მომავალშიც ვაპირებ მივიღო მონაწილეობა მსგავსი ტიპის კონკურსებში თუ კი შესაძლებლობა მომეცემა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სამომავლო გეგმები ისევ თეატრს უკავშირდება. თეატრის გარდა სხვა საქმიანობით დაკავების არც დრო მაქვს და არც სურვილი...

რას ნიშნავს თქვენთვის თეატრი?
თეატრი ჩემი ცხოვრებაა...თეატრი ჩემთვის იგივეა,რაც დედა და მამა.

თქვენი აზრით,როგორია ახალგაზრდების დამოკიდებულება თეატრთან?
ახალგაზრდებმა თეატრი ფუფუნების საგნად გავიხადეთ, ამიტომაც დამოკიდებულებაც შესაბამისია. კარგია,რომ ფესტივალები ტარდება, ახალგაზრდები მაშინ მაინც დადიან თეატრში. ადრე ყოფილა შემთხვევა,როცა ერთი იარუსიდან მეორეზე გადაძახებდნენ ხოლმე ერთმანეთს.დღეს სიტუაცია ცოტათი გამოსწორდა.
აუცილებელია,სიდიდით მეორე ქალაქში მოზარდ-მაყურებელთა თეატრი იყოს და შემდეგ პროფესიულ თეატრში სხვა კულტურით დაჯდებიან სპექტაკლის საყურებლად. აუცილებელია, შევინარჩუნოთ თეატრალური კულტურა,რაც ნამდვილად გვქონდა და გვაქვს ქუთაისში.

დაგვისახელეთ საყვარელი მწერალი, რომლის კითხვისას თავს თავისუფლად გრძნობთ?
საყვარელი ნაწარმოებია დოსტოევსკის ,,ძმები კარამაზოვები“. დოსტოევსკის და აკუტაგავას კითხვისას თავს თავისუფლად ვგრძნობ.თან წაკითხულს სამსახიობო თვალით ვუყურებ-მაგალითად,როგორ გადმოვიტანდი მოცემულ მიზანსცენას უკვე დიდ სცენაზე.

გაქვთ თუ არა საოცნებო როლი?
რომელი მსახიობია ის,ვისაც ჰამლეტის თამაშზე არ უოცნებია?! საოცნებო როლია ის,რომელიც ჩემთან ახლოსაა და ასეთი ბევრია, განსაკუთრებით შექსპირის პერსონაჟები.

ბოლოს, რას ეტყოდით თქვენს თაობას?
ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა- შეეცადონ ბევრი იკითხონ და ბევრ ახალს გაეცნონ. ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოხვდებიან ისეთ საზოგადოებაში, სადაც თუნდაც, პოეზიაზე ისაუბრებენ და უხერხული იქნება თუ ის ტელეფონში ითამაშებს მხოლოდ იმიტომ, რომ სიტუაციიდან გამოძვრეს. ჩემი რჩევა იქნება, პირველ რიგში დუმბაძე წაიკითხონ და არ არსებობს მისი გაცნობის შემდეგ კიდევ არ გაგიჩნდეს წაკითხვის სურვილი.

ესაუბრა თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 2324-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფესტივალში იმერეთის 12-ე მუნიციპალიტეტის პროფესიული და სახალხო თეატრის დასები იღებდნენ მონაწილეობას
იმერეთში 20 ივნისიდან 7 ივლისამდე თეატრალური ფესტივალი გაიმართება.
კონკურსში გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ქუთაისელი ნანა დეისაძე იბრძვის.
"არტ"-ი თვეში ორჯერ, გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შემოქმედებითა და საქმიანობით ყურადღებას იმსახურებენ.
"არგო"-ს წარმომადგენელი გიგა ბუბუტეიშვილი topnews.com.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მათ გამოჩენას ვანელი მსმელენისა და რაიონის

ამინდი