Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში საკრებულოს წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თარიღი : 12-02-2016, 14:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის ცენტრში ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატები ვარლამ თავზარაშვილი და ომარ გაგოშიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

როგორც topnews.com.ge-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თორნიკე ავალიშვილმა განუცხადა, „ქართული ოცნებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები ერთმანეთთან მიზეზს ეძებენ, რათა მათ ხელჩართული ჩხუბი გამართონ.

„არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ქუჩა, საკრებულოს დარბაზი, დერეფანი თუ რესტორანი. „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკელები“ ერთმანეთს ისე ვერ იტანენ, რომ მიზეზს ეძებენ, რათა ერთმანეთს ეჩხუბონ. შეიძლება, ერთმა მეორეს გამარჯობა რომ უთხრას, იმაზეც ხელჩართული ჩხუბი გამართონ - რა სახით მითხარი გამარჯობაო. იმის ნაცვლად, რომ მუნიციპალიტეტში საქმე აკეთონ და ინფრასტრუქტურა განავითარონ, ესენი ხელჩართულ ჩხუბზე არიან გადასულები“, - აცხადებს ხარაგაულის საკრებულოს წევრი თორნიკე ავალიშვილი.

დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას საკრებულოს სხვა წევრებიც ადასტურებენ, თუმცა მათ დეტალებზე საუბარი არ სურთ და აცხადებენ, რომ ჩხუბის მიზეზი არა პოლიტიკური, არამედ პირადი უთანხმოება იყო.


ნანახია: 2072-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თორნიკე ავალიშვილი სახელმწიფო სერვისების განვითარების ცენტრის მიერ ხარაგაულის
ხარაგაულის საკრებულოში ეს რიგით მეექვსე ფრაქციაა.
ხელჩართული ჩხუბის სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში.
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ამინდი