ხონში სოციალურად დაუცველ ოჯახებს სამშენებლო მასალები გადაეცათ
თარიღი : 12-02-2016, 12:48 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ხონის მუნიციპალიტეტში ქალაქსა და სოფლად მცხოვრებ 30-მდე ოჯახს სამშენებლო მასალები საჩუქრად გადაეცათ.
მოსახლეობის მიერ გამგეობაში შეტანილი განცხადებები სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ადგილზე შეისწავლა. პირველ ეტაპზე უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დაკმაყოფილება მოხდა.
აღნიშნული მასალების მოწოდება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „პატრიოტი 2006“-მა უზრუნველყო.
”კომისიური წესით შევარჩიეთ უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ოჯახები და საჩუქრად გადავეცით ხის მასალა, ცემენტი, სახურავი, სამშენებლო ბლოკი. სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ყველა განმცხადებლის დაკმაყოფილება. თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ყველა ოჯახს გავუწიოთ სათანადო დახმარება,“ - განაცხადა გამგებლის მოადგილემ ვასილ ჩხენკელმა.
სამშენებლო მასალების შესაძენად თანხა, 11 000 ლარამდე გამგებლის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.