Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს გამგეობამ დედის გარეშე დარჩენილ ბავშვებს საჩუქრად სახლი გადასცა

თარიღი : 12-02-2016, 11:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა მრავალშვილიანი ოჯახის ოთხ ობოლს, სოფელ გუმბრაში, საკუთარი სახლი საჩუქრად გადასცა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბადრი მორჩაძის მრავალშვილიანი ოჯახისთვის სახლი და მიწის ნაკვეთი (რომლის საერთო ფართობი შეადგენს 1500 კვ.მ) 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 23 781 ათასი ლარით შეიძინა.

,,იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ბავშვებს რეინტეგრაციის შემდეგ საუკეთესო პირობებში მოუწიოთ ცხოვრება. ვიზრუნებთ, მრავალშვილიანი მამის დასაქმებაზე და გავაგრძელებთ მორჩაძეების ოჯახის დახმარებას. ვისურვებდით, ეს სიკეთე ბევრისთვის გადამდები ყოფილიყოს"– განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას მორჩაძეების უსახლკარო ოჯახმა დახმარებისთვის 2014 წლის ოქტომბერში მიმართა. მაშინ, როცა ოჯახის დედა, 38 წლის თეა ბოგვერაძე, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. გამგეობამ ოჯახს 1500 ლარი გამოუყო. ოთხი შვილი 15, 14, 11 და 5 წლის მორჩაძეები თავშესაფარის გარეშე დარჩნენ, ავარიის შემდეგ ტრავმირებული მამის ბადრი მორჩაძის იმედად, რომელიც ფიზიკური მდგომარეობის გამო შვილების მოვლას საკუთარ თავზე ვერ იღებდა. ამიტომ ბავშვები დღემდე მინდობით აღზრდაზე არიან მიბარებული.

წლების მანძილზე მორჩაძეების მრავალშვილიანი ოჯახი სოფელ თერნალის ტერიტორიაზე, რძის ქარხნის ყოფილ შენობაში ცხოვრობდა.


ნანახია: 2614-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი მრავალშვილიანი ოჯახისათვის საცხოვრებლის შეძენის საკითხზე მუშაობს.
ოჯახის უფროსი თომა შალამბერიძე ამბობს, რომ ცეცხლი სახლში დღის საათებში გაჩნდა. ოჯახმა ალმოდებული სახლიდან ვერაფრის გადარჩენა
მრავალშვილიანი ოჯახის მშობლების განცხადებით, მათ ბავშვებისთვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც არ აქვთ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მცხოვრები ჯანგავაძეების მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება,

ამინდი