იმერეთის რეგიონის მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდება

12 თებერვალს, იმერეთის რეგიონის მოსახლეობას დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის სახელობის საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრი უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებს. გამოკვლევებზე ამ დროისათვის 200-მდე მოქალაქეა ჩაწერილი. როგორც ცნობილია, მოქალაქეთა მოთხოვნა ძირითადად კარდიოლოგზე არის, თუმცა დღის განმავლობაში კლინიკაში მისულ პაციენტებს 5 სხვადასხვა პროფილის მედიკოსი მოემსახურება. აქციის ფარგლებში, მოქალაქეებისათვის უფასო იქნება როგორც გამოკვლევები, ისე ანალიზები.