იტალიაში ქუთაისელი მამაკაცი მოკლეს- ოჯახი სახელმწიფოს ცხედრის გამოსვენებას სთხოვს

იტალიის ქალაქ ლივორნოში, ტრაგიკულად გარდაცვლილი ზვიად ხურციძის ოჯახი, ფინანსური პრობლემების გამო, ცხედრის საქართველოში გადმოსვენებას ვერ ახერხებს.
როგორც topnews.com.ge-ს ოჯახის წევრებმა განუცხადეს, ხურციძე 2016 წლის 7 თებერვალს მოკლეს.
მათივე თქმით, ოჯახმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა დახმარებაზე უარი მიიღეს, იმ მიზეზით რომ გარდაცვლილის ოჯახი არ ირიცხება სოციალურად დაუცველების რიგებში.
"დაზარალებულმა ოჯახმა ასევე მიმართა ქუთაისის მერიას, სადაც გარდაცვლილი იტალიაში გამგზავრებამდე ცხოვრობდა. მერიამ გარკვეული თანხა გამოყო, მაგრამ ის საჭირო თანხასთან შედარებით არასაკმარისია. გარდაცვლილის ოჯახი ვერ ახერხებს ცხედრის გადმოსვენებას და დახმარებას ითხოვს," - განაცხადა ოჯახის ნათესავმა, ვალერი სოხაძემ.
მისივე თქმით, ზვიად ხურციძე რამდენიმე თვის წინ ცოლ-შვილთან ერთად გაემგზავრა იტალიაში. 7 თებერვალს კი იგი, სავარაუდოდ, ყოველგვარი მიზეზების გარეშე, ალბანელებმა მოკლეს.
გარდაცვლილის ოჯახი საბანკო ანგარიშსაც აქვეყნებს: GE66LB0711146255881000 - ”ლიბერთი ბანკი”.