ქუთაისში პროდუქტებით სავსე მაცივარი და მაგიდა განთავსდა
თარიღი : 11-02-2016, 15:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

თბილისში მიმდინარე აქციას"დააპურე საქართველო" ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი უერთდება.
ცენტრის ტერიტორიაზე (კინოთეატრ "სულიკო"-ს ყოფილი შენობა) პროდუქტებით სავსე მაგიდა და მაცივარი განთავსდა, საიდანაც საკვების აღება ნებისმიერ სოციალურად დაუცველ ადამიანს შეუძლია.
"ვიმედოვნებ, რომ ამ კეთილ საქმე შეუერთდება ბევრი ორგანიზაციაც და ეს დღე სიკეთის ერთგვარი ტრადიცია გახდება," აცხადებს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე.
აქციაში მონაწილეობა, რომელიც ქუთაისში 10 დღეს გაგრძელდება, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მარუსა ხურციძე