Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში სკეიტ პარკის მშენებლობაზე 50 000 ლარი დაიხარჯება

თარიღი : 11-02-2016, 12:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისელი ახალგაზრდები სკეიტ პარკის მშენებლობას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ რამდენჯერმე მიმართეს სათანადო ორგანოებს და აღნიშნული მოთხოვნით აქციაც მოაწყვეს.

"რამდენიმე თვის წინ გვითხრეს, რომ მიმდინარეობს ადგილის შერჩევა. აღნიშნული პარკის მშენებელობა ხელს შეუწყობს ქუთაისში როლერების, სკეიტის მოყვარულებისა და პარკურით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობის გაზრდას," - ამბობს ნინო ჭიქვერიძე.

ქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ახალგაზრდების მოთხოვნის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებულია და ახალგაზრდებთან შეხვედრაც მოაწყვეს. როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, ბავშვები სკეიტპარკის მშენებლობას ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოითხოვდნენ, რისი განხორციელებაც შეუძლებელია.

"ამჟამად, სკეიტ პარკის მშენებლობისათვის გამოყოფილია 50 000 ლარი. პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება და სავარაუდო ადგილად მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი სახელდება," - აცხადებენ ქუთაისის მერიის პრესსამსახურში.

ნათია სვანიძე


ნანახია: 2592-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სკეიტ პარკის გახსნა 19:00 საათზეა ჩანიშნული.
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სკეიტ პარკის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიამ 2016 ბიუჯეტში სკეიტ პარკის ასაშენებლად 50 000 ლარი გამოყო.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიამ 2016 ბიუჯეტში სკეიტ პარკის ასაშენებლად 50 000 ლარი გამოყო.
სკეიტბორდის მოედანი ქუთაისი მერმა გიორგი ჭიღვარიამ შვილთან და იმ ახალგაზრდებთან ერთად გახსნა, რომლებიც პარკის მოწყობას 7 წლის
საინიციატივო ჯგუფის წარმომომადგენლის ნინი ხელაძის თქმით, მოედანს არა აქვს ერთიანი ზედაპირი, რაც საკმაოდ საშიშია.

ამინდი