Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა თუ რელიგიური გრძნობების დაცვა?

თარიღი : 11-02-2016, 11:38 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დღეს საზოგადოებაში აქტიურად განხილვის თემაა, რელიგიური შეურაცხყოფისთვის ფულადი ჯარიმის დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტი დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანისა და ზვიად ტომარაძის ავტორობით მომზადდა.

დოკუმენტის მიხდვით, იკრძალება რელიგიური სიწმინდეების, ორგანიზაციის, ღვთისმსახურის, მორწმუნის მიმართ სიძულვილის გამოხატვა, ისეთი მასალის გამოქვეყნება, რომლის მიზანიც მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაა. ფულადი ჯარიმა 300 ლარიდან იწყება და 1000 ლარამდე ადის, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება.

კანონპროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში უკვე განიხილეს და დოკუმენტთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციაც გაიცა.
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე “Topnews”-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ „შეუძლებელია ვინმემ განსაზღვროს რა შინაარსი შეიძლება იქნას მიჩნეული სხვა ადამიანისათვის მისი “რელიგიური გრძობების” შეურაცხმყოფელად. თუ.ვიღაც სხვა ერევა ჩემს ძალიან სუბიექტურ აღქმებში და მიხსნის რა უნდა მწყინდეს და რა არა, ზრდასრული ადამიანისათვის, ეს უბრალოდ მისი ინტელექტის შეურაცხყოფაა. სინამდვილეში კანონპროექტის მთავარი არსი სწორედ სიყვის თავისუფლების შეზღუდვაა. ის არ ემსახურება მათ დაცვას, ვინც შეურაცხყოფილად შეიძლება იგრძოს თავი, არამედ მათ შეზღუდვას, ვინც შეიძლება რაიმე შეურაცხმყოფელი თქვას. ეს ორი სხვადასხვა რამაა,"-თვლის ლევან ღამბაშიძე.

ავტორების მსჯელობების მიუხედავად, საზოგადოებისთვის ბუნდოვანი რჩება ის ფაქტი კონკრეტულად რა ჩაითვლება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად და ვინმეს ფაქიზი რელიგიური გრძნობების გამო აღარ იარსებებს სატირა ლიტერატურაში, ფილმსა თუ ხელოვნებაში? ან ვინმე ვერ გაიგებს კრიტიკულ კომენტარს თუ უწყინარ ხუმრობას?

უპასუხო კითხვა ბევრია, შედეგების პროგნოზი კი- მრავალფეროვანი. ერთადერთი, რაც კანონპროექტის ავტორებისგან დაზუსტებით ვიცით, არის ის, რომ კანონი ნებისმიერი რელიგიის ადამიანის გრძნობებს დაიცავს, რაც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მისაღებია. კანონპროექტზე დადებითი აზრის არის მუსლიმი თემის წარმომადგენელი ბეგლარ ქამაშიძე. ქამაშიძე იმედს გამოთქვამს, რომ კანონი ყოველ მათგანს დაიცავს.

თავად საპატრიარქო კი ამ შეხედულებას არ ითვალისწინებს. ის პირველი იყო, ვინც ამ კანონპროექტს გაემიჯნა და მის დაგეგმვასთან კავშირი უარყო.
საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადსხვაობის მიუხედავად, კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს. ამ უკანასკნელის პოზიცია კი სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში გახდება ცნობილი.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 2171-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ' კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ორგანიზაციები პარლამენტსა და მთავრობას
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პარლამენტს მოუწოდეს, დროულად მიიღოს კანონპროექტი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევა თანამდებობის
პოლიტიკური ცენტრის ქუთაისის ოფისმა გუშინ და დღეს, 'ბიბლიური თავისუფლების' სერთიფიკატები 5 ადამიანზე გასცა.

ამინდი