Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"პორტს რა უნდა ქუთაისში?!"- კახა კალაძე ომარ ნიშნიანიძის იდეით გაკვირვებულია

თარიღი : 11-02-2016, 00:26 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვიცე-პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, მისთვის გაურკვეველია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის ინიციატივა ქუთაისის საპორტო ქალაქთან დაკავშირებით.

ვიცე-პრემიერის თქმით, პორტი ქუთაისში ვერ მოეწყობა.

"პორტს რა უნდა ქუთაისში, არის პორტი ქუთაისში?! -არ ვიცი",- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის პორტისა და მიწისქვეშეთის განვითარება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დეპუტატის ომარ ნიშნიანიძის იდეაა. ომარ ნიშნიანიძის შეფასებით, ქუთაისის პორტს გარკვეული ტურისტული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ის ტვირთბრუნვით ანაკლიის პორტს ვერ გადააჭარბებს.

"რა თქმა უნდა, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს კონკურენციას ვერ გავუწევთ, მაგრამ რიონის სამდინარო ფუნქციის აღდგენა საინტერესოდ მეჩვენება. დიდ გემებს ვერ მივიღებთ, მაგრამ თუნდაც ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით შესაძლებელია, რომ ვარციხე-გეგუთის მიდამოებამდე გაკეთდეს, რაც ფაქტიურად ქუთაისია. დიდი ისტორიკოსი ნიკო ბერძენიშვილი ამბობდა, რომ გეგუთი ქვემო ქუთაისია, სწორედ იქ იყო ძველი, აიეტის ქუთაისი", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ.


ნანახია: 3581-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების დეპუტატის ომარ ნიშნიანიძის განცხადებას ქუთაისში პორტის
კახა კალაძის თქმით, ჯერ სიებზე საუბარი ნაადრევია და შესაბამისად, ჯერჯერობით არავის არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ, სად და რომელ ოლქში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, მოკლე დროში ქუთაისი ტურისტებისათვის კიდევ უფრო საინტერესო ქალაქი
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის სურვილს მსოფლიო ჩემპიონი გამოთქვამს.
ნიშნიანიძის თქმით, მას ახალი სამსახურისთვის საკმარისი რესურსი აქვს.
ომარ ნიშნიანიძის თქმით, მის მიერ გამართულმა ბრიფინგმა შედეგი გამოიღო.

ამინდი