Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი ვალენტინობის დღესასწაულზე?!

თარიღი : 10-02-2016, 18:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
ძალიან ბევრს დაობენ იმის შესახებ არის თუ არა სწორი გადაწყვეტილება ვალენტინობის აღნიშვნა საქართველოში?! მაშინ, როდესაც ქართულ რეალობაში დღესასწაულებს 2-2-ად აღვნიშნავთ, სიყვარულის დღე/ვალენტინობაც გამართლებულია. რეალურად ეს არის თარიღი, როდესაც კიდევ ერთხელ გვაქვს შესაძლებლობა მიზეზით თუ მიზეზის გარეშე საყვარელ ადამიანთან ერთად გავატაროთ დაუვიწყარი დღე ან საღამო.

ამ დღეს სუსტი სქესის წარმომადგენლების სრული უმრავლესობა დილიდან სილამაზის და ესთეტიკის ცენტრებში ატარებს, რათა თავისი ფიზიკური შესაძლებლობები ბოლომდე წარმოაჩინოს საყვარელ მამაკაცთან.

საინტერესოა გავიგოთ, თუ როგორი ფერის და ვარცხნილობის თმებია 2016 წლის სასიყვარულო დღეს მოდაში. ამასთან დაკავშირებით აზრი კომპანია „LaimaLux Georgia”-ს დირექტორს, მაგდა ქაჯაიას ვკითხეთ, რომელიც “Goldwell”-ის ოფიციალური პარტნიორია ამიერკავკასიაში.


მაგდა, რას ურჩევს “Goldwell”-ი ქალბატონებს? როგორ უნდა გამოიყურებოდნენ ისინი ვალენტინობის რომანტიულ ვახშამზე?

ძალიან საინტერესოა “Goldwell”-ის 2016 წლის თმის ვარცხნილობის კოლექცია, რომელიც ეყრდნობა შემდეგ ფილოსოფიას - იმისათვის, რომ შექმნა რადიკალურად ახალი, აუცილებლად უნდა თქვა უარი ძველზე. მთლიანად დაანგრიო ძველი შეხედულება შენს ვარცხნილობასთან დაკავშირებით და შექმნა რაღაც რადიკალურად ახალი. ამის გაკეთება შეუძლიათ ძალიან თამამ ქალბატონებს. „Goldwell“-ი ქალბატონებს ურჩევს, რომ თავის გადაწყვეტილებებში იყვნენ თამამნი, დამოუკიდებელნი, ნუ შეეშინდებათ სიახლეების, რადიკალური ცვლილებების. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია საქართველოს წამყვან სტილისტებთან, ისინი ამბობენ, რომ როდესაც ქალი რადიკალურად ახალ იმიჯს ირგებს, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უყურებს საკუთარ თავს სარკეში. ცდილობს, რომ ეს სიახლე მისმა ფსიქიკამაც მიიღოს. ეს არ არის მარტივი, მაგრამ ცვლილება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ქალმა ეს უნდა გააკეთოს მარტო იმიტომ, რომ საკუთარ ცხოვრებას ახლებურად შეხედოს, დაიწყოს მისთვის კიდევ ერთი ახალი ეტაპი, თავიდან მოაწონოს თავი მის საყვარელ მამაკაცს და ასე შემდეგ. ასე რომ, თუ ქართველი ქალბატონები გადახედავენ „Goldwell“-ის 2016 წლის თმის ტენდენციებს, ძალიან საინტერესო იდეებით დაიმუხტებიან. თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კარგი სტილისტის მოძებნა, რომელიც სწორად შეურჩევს ქალბატონს მისთვის სასურველი თმისფერსა და ვარცხნილობას.

გაზაფხულიც მალე მოვა, საინტერესოა როგორი ფერის თმა იქნება მოდური 2016 წლის გაზაფხულზე?

მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი გამონათქვამია - მოდას მიყვება მასა, ხოლოშენი სტილია ის, რაც შენ გიხდება. კონკრეტული ფერი უხდება კონკრეტულ ქალბატონს. მე მიმაჩნია, რომ ქალი უნდა იყოს ინდივიდუალური და თავისი გემოვნებით შეცვალოს ფერები სეზონების მიხედვით. Goldwell-ი გვაჩვენებს მიმართულებას, ჩვენ ვირჩევთ იმას, რომელიც ჩვენს სურვილებთან და გემოვნებასთან შედარებით ახლოს არის.ის სტილისტები, რომლებიცპრემიუმ კლასის პროდუქცია “Goldwell”-ზე მუშაობენ, მომხმარებლებს ყოველთვის მისი გემოვნების და სტილის გათვალისწინებით სთავაზობენ მომსახურებას.

მაგდა, საინტერესოა, რას ურჩევენ ფსიქოლოგები ქალებს თავის მოვლასთან დაკავშირებით?
ისევე, როგორც არსებობს წელიწადის ოთხი დრო, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაშიც, ანალოგიურად, არის მსგავსი პერიოდები.ქალი უნდა ცდილობდეს ყოველ 40 დღეში მინიმალურად მაინც შეცვალოს თავისი გარეგნობა. ეს შეიძლება გამოხატული იყოს ვარცხნილობით, თმის ფერის შეცვლით, მაკიაჟით ან თუნდაც გარდერობით... ჩვენ, ქალებს უამრავი საშუალება გვაქვს, რომ მსგავსი ცვლილებები განვახორციელოთ. თუმცა, ის რაც ეხება ვარცხნილობას და თმის ფერს, ყველაზე მეტად თვალშისაცემია, როდესაც ქალი რადიკალურ ცვლილებას ახდენს.

მაგალითად: თუ თქვენ პერმანენტულად ატარებთ ქერა თმას, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ თქვენს საყვარელ მამაკაცს შესაძლოა თვალი შავგრემანი ქალისკენ გაექცეს. აქედან გამომდინარე, ქალმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ პერიოდულად შეცვალოს მისი გარეგნობა. ასევე, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მამაკაცების სრულ უმრავლესობას არ მოსწონს, როდესაც მის მეორე ნახევარს შუბლი მთლიანად უჩანს. მამაკაცი მასში უკვე, ძლიერ ქალს, ანუ მის კონკურენტს ხედავს, რაც შეიძლება ცნობიერად არა, მაგრამ ქვეცნობიერად მათში აგრესიას იწვევდეს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალმა თმა უკან არ უნდა გადაიწიოს. უბრალოდ, სასურველია, რომ ეს ყოველდღიური პოზიცია არ იყოს.

ყველა შეყვარებულს ვულოცავ ვალენტინობას. ვუსურვებ, პირველ რიგში იზრუნონ საკუთარ თავზე, ვინაიდან, როდესაც შენ ხარ მოვლილი და შენ ხარ ფორმაში, ამით შენ გამოხატავ პატივისცემას არამარტო საკუთარი თავის მიმართ, არამედ იმ ადამიანის მიმართაც, ვინც გიყვარს და ვისაც უყვარხარ.


ნანახია: 2884-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცალსახად კომპანიების დადანაშაულება იმაში, რომ ისინი არ ქმნიან სამუშაო ადგილებს, არასწორია, მითუმეტეს შრომის ბაზარზე ყოველთვისაა
დაქორწინების შემდეგ უპრობლემო ცხოვრება ძალზე იშვიათია, თუმცა ქალსა და კაცს თავადვე შეუძლიათ კონფლიქტური სიტუაციების შემცირება და
დიეტოლოგები ამბობენ, რომ სასურველი შედეგის მიღწევისთვის დეიტა დახალოებით ერთი წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

ამინდი