Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ყველაზე არაკომპეტენტური და სამარცხვინო კვლევა," -ქუთაისის მერია 'გამჭვირვალობას' კვლევას უწუნებს

თარიღი : 10-02-2016, 17:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
,,ყველაზე არაკომპეტენტური და ყველაზე სამარცხვინო,’’ - ასე აფასებს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო"-ს მიერ, ქუთაისის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას.

ზვიად ჯავახიას განცხადებით, მოქალაქეების მიერ მერიაში გაგზავნილი ყველა შეტყობინება, რომელთა რაოდენობაც 17- ის ნაცვლად 300-ს შეადგენს, დაკმაყოფილებულია. ხოლო საიტი www.chemikucha.ge, რომელზეც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"-ს წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეები კონკრეტულ ქუჩაზე არსებულ შეტყობინებებს აგზავნიან, არ მუშაობს. საიტით სარგებლობა მხოლოდ მობილური აპლიკაციითაა შესაძლებელი, ისიც შეფერხებით.

ზვიად ჯავახიას განცხადებით, მათი მუშაობა გამჭვირვალეა.

"ორგანიზაციის წარმომადგენელს ზურაბ ზამბახიძეს უნდა სცოდნოდა, რომ 2013 წლის თებერვალში მიღებული იქნა მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ვერ მიიღებს დაფინანსებას, თუ იქ სათანადო დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვა არ იქნა წარმოდგენილი. ჩვენ ვაპირებთ წერილი მივწეროთ "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო"-ს ცენტრალურ ოფისს, რომელშიც დეტალურად აღვწერთ იმ არაკომპეტენტურობას, რომლითაც ჩატარდა აღნიშნული კვლევა,"- აცხადებს ჯავახია.

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განცხადებით, ისინი აღნიშნულ ფაქტზე სასამართლო დავას არ აპირებენ.

ნათია სვანიძე


ნანახია: 2363-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ვებ-გვერდზე www.chemikucha.ge მოქალაქეთა 17-ვე შეტყობინება, რომელიც ჯერ კიდევ 2014
ქუთაისის მერიას სარეზერვო ფონდის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
ქუთაისის მერიაში დასაქმებამდე ზვიად ჯავახია კერძო აღმასრულებელად მუშაობდა, პარალელურად კი იპოთეკით დატვირთული ქონების
აღნიშნული კვლევების მიხედვით პრემიების გაცემის რაოდენობით ქუთაისის ლიდერობს, სადაც საჯარო მოხელეებმა პრემიის სახით 97 850 ლარი
"ევროპა ჩვენი სახლიას" განცხადებას ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია პასუხობს.

ამინდი