Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ტაქსის მძღოლები პარკირების საფასურის გადახდაზე უარს ამბობენ

თარიღი : 10-02-2016, 14:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მომუშავე ტაქსის მძღოლები შპს "პარკინგსერვისი"-ს მიერ დაწესებულ გადასახადს აპროტესტებენ. მძღოლები მიიჩნევენ, რომ მათთვის დაწესებული პარკირების ყოველწლიური გადასახადი- 365 ლარი ძალიან ძვირია.

"როდესაც ჩეულებრივ ავტომობილს აქვს 40 ლარი გადასახდელი. რატომ გადავიხდი თანხას, როდესაც შესაძლებელია, რომ ერთი კვირა არ ვიმუშაო. ხან ავად ვარ და ვერ ვახერხებ გამოსვლას. ახლა პარკინგის საფასურს არ გადავიხდი, თუნდაც ჯარიმა ამომიწერონ. არც ჯარიმას გადავიხდი, სანამ პარკინგს არ გააკეთებენ. ამჟამად ქალაქში საერთოდ არ არსებობს პარკინგი. არასწორად ვდგავარ ახლა. მოვა პატრული და ამომიწერს ჯარიმას. ან სად უნდა დავაყენო მანქანა, როდესაც ადგილები არ არის?! თუ კი პარკინგს მოაგვარებენ და იქნება ადგილი რომ დავაყენო, მაშინ გადავიხდი მეც და სხვებიც, აბა რას ვიზამთ," - აცხადებს ტაქსის მძღოლი ზაზა სანაძე.

შპს „პარკინგსერვისში“ აცხადებენ, რომ ფასები დადგენილია და ამჟამად არ შეიცვლება, თუმცა შესაძლოა ქუთაისის მერიის საკრებულო სხდომაზე ტაქსის ტარიფებს კვლავ გადახედონ. ამ დროისთვის არსებული ტარიფები კი ასე გამოიყურება: მსუბუქი ავტომობილი: 1 საათი–50 თეთრი, 3 საათი–1ლარი; 1 დღე–2 ლარი; 7 დღე–5ლარი; 30 დღე–10 ლარი; 182 დღე–25 ლარი; 365 დღე–40 ლარი. სპეცტექნიკის 1 დღიანი პარკირების საფასური 3 ლარია. 30 დღე–30 ლარი; 182 დღე–150 ლარი და 365 დღე–250 ლარი. რაც შეეხება ინკასაციის მანქანას, მისი წლიური გადასახადი 1 000 ლარს უტოლდება.

ქუთაისში სულ პარკირების 274 ადგილია, თუმცა მომავალში შესაძლოა ადგილების რაოდენობა გაიზარდოს.

მირიან გოგებაშვილი


ნანახია: 2477-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი მოსაკრებლის თანახმად, მსუბუქ ავტომობილს წელიწადში 40 ლარის, ტაქსის მძღოლს კი 365 ლარის გადახდა მოუწევთ.
პარკირების ახალი სისტემით კი ქალაქის ბიუჯეტში 55 000 ლარის ნაცვლად 400 000 ლარი შევა. ავტოსადგომებისათვის ქალაქის მასშტაბით 100
მძღოლები ტაქსის მომსახურების დაბალ ტარიფს აპროტესტებენ.

ამინდი