Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის მერია მოქალაქეთა მიმართვაზე რეაგირებას არ ახდენს"

თარიღი : 10-02-2016, 13:40 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისი ერთადერთი ქალაქია, რომელსაც მოქალაქეთა მიმართვიანობაზე მუნიციპალური ორგანოების მხრიდან რეაგირების ნულოვანი მაჩვენებელი აქვს,- კვლევის შედეგებს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ვებ-გვერდზე www.chemikucha.ge მოქალაქეთა 17-ვე შეტყობინება, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს იყო გაგზავნილი, ამ დრომდე რეაგირების გარეშეა.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, გაურკვეველი დარჩა თუ რა პრინციპით განსაზღვრავს ქუთაისის მერია მომდევნო წლისათვის დადეგმილი სამუშაოების პრიორიტეტულობას. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, მათ ვერ მიიღეს განმარტება თუ რის საფუძველზე დაიანგარიშეს თანხები საქალაქო სამსახურებმა, რომლებიც წლის განმავლობაში ჩასატარებელი სამუშაოებისათვის იყო მოთხოვნილი.

ორგანიზაციის წარმომადგენლები მოითხოვენ განმარტებას იმასთან დაკავშირებით,რატომ ხარჯავს მერია ადგილობრივი ფინანსური სახსრებიდან თანხებს წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობაზე. მათივე თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მოვალეობაა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"-ს ქუთაისის ოფისის კოორდინატორი ზურაბ ზამბახიძე მოუწოდებს ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ მათი მუშაობის პროცესი რაც შეიძლება გამჭვირვალე იყოს, დროულად უპასუხონ მოქალაქეების მიმართვას და მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია.

ნათია სვანიძე


ნანახია: 2073-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიაში არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას ბრიფინგით უპასუხეს.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიზანს იმის დადგენა წარმოადგენდა, რამდენად აქვს მოსახლეობას შესაძლებლობა თვალი ადევნოს
'საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო' განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, ქუთაისის ბაღებში განხორციელებული რეფორმა, ფორმალური იყო.
გამოფენა ორგანიზაციის მიერ 15 წლის განმავლობაში განვლილ გზას ასახავდა.
აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია ორგანიზაციამ დღეს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა.

ამინდი