თერჯოლაში 21 წლის მძიმე ავადმყოფის დასახმარებლად კონცერტი გაიმართა

თერჯოლის კულტურის სახლის დარბაზში თამთა თოდიძის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. კონცერტში ადგილობრივი, მოწვეული შემსრულებლები და ანსამბლები მონაწილეობდნენ. კონცერტს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე უძღვებოდა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის თამთა თოდიძეს მწვავე მიელოიდური ლეიკემიის M3 ვარიანტი, ავადმყოფობის მძიმე ფორმა დაუდგინდა. მას საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება. ამ დროისათვის მიმდინარეობს თანხის შეგროვება. თამთა თოდიძის დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე თანხა გადაირიცხა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და გამგებლის სარეზერვო ფონდიდან.
თანხის გადარიცხვა მიმდინარეობს შემდეგ ანგარიშზე: GE94BG0000000283462800. საბანკო კოდი BAGAGE22(საქართველოს ბანკი).