შუქის ხშირი გათიშვით შეწუხებული ქუთაისლები და უშუქობის წინააღმდეგ ბრძოლა ქუთაისში
თარიღი : 10-02-2016, 11:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ბოლო პერიოდში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა ელეტროენერგიის ხშირ გათიშვას უჩივის. პრობლემები ექმნებათ როგორც ქუთაისის სხვადასხვა უბნის მცხოვრებლებს, ასევე სამედიცინო დაწესებულებებს, სკოლებს, საწარმოებსა თუ სილამაზის ცენტრებს.
მწვავე რეაქცია მოჰყვა ქუთაისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში შუქის წასვლას. როგორც ცნობილი გახდა, უშუქობის გამო ე. წ კენჭის დაშლის, უკვე დაგეგმილი ოპერაცია გადაიდო. შემთხვევას, რომელიც ქუთაისში ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე მესამე სამშობიაროში მოხდა, სოციალური ქსელის მეშვეობით მარიამ ჯანგავაძე ასაჯაროებს.
აღნიშნულ პრობლემაზე topnews.com.ge-სთან საუბრობს ქუთაისის მკვიდრი ირაკლი იობიძე. როგორც იობიძე ამბობს, ელექტროენერგიის წასვლის შემთხვევები ხშირია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო ახალი წლის პერიოდში, როდესაც უბანში მდებარე ელექტროენერგიის ჯიხური აფეთქდა. შემთხვევის მიზეზად წვიმიანი ამინდი და მოწყობილობაში წყლის ჩასვლა დასახელდა. მოსახლეობამ ადგილობრივ ტექნიკოსებთან დაკავშირება და მათი უბანზე გამოძახება ვერ შეძლო. პრობლემის სათანადო ორგანოსთან მიწოდების შემდეგ, ერთადერთი გამოხმაურება სათადარიგო ჯგუფის მოსვლა იყო, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევას გაეცნენ.
"ბრიგადის ხელმძღვანელმა, რომელსაც რეალურად ევალებოდა პრობლემის მოგვარება, განაცხადა, რომ სამუშაო საათები დასრულდა და პრობლემის მოგვარება ვეღარ მოხერხდებოდა. მოგვიანებით, ტექნიკოსებს თავად მოსახლეობა ეხმარებოდა და საჭირო იარაღებს აწვდიდა, რის შემდეგადაც პრობლემის მოგვარება მხოლოდ დროებით იქნა შესაძლებელი," - ამბობს ირაკლი იობიძე.
ელქტროენერგიის ხშირ გათიშვასთან დაკავშირებით "ენერგო პრო ჯორჯია"-ს დასავლეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი თეონა გეგუჩაძე აცხადებს, უშუქობის გამომწვევი კონკრეტული შემთხვევის ახსნა ცალ-ცალკე შეუძლია. მისი თქმით, ელექტრო ენერგია ორ შემთხვევაში შეიძლება გაითიშოს: თუ ტარდება სარემონტო სამუშაოები, რომლის შესახებ საზოგადოება წინასწარაა ინფორმირებული და დაზიანებების შემთხვევაში, რისი გამოსწორებაც, როგორც გეგუჩაძე ამბობს, მალევე ხდება.
ნათია სვანიძე