Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"სპეციალური სერვისები" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 9-02-2016, 18:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქ. ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები“ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას ეხმაურება და განმარტებას აკეთებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ქუთაისში არსებულ მუნიციპალურ ძაღლსაფარში ძაღლების დახოცვის ფაქტზე საუბრობს.

ა(ა)იპ "სპეციალურ სერვისებს“ საკურატოროდ მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი რამდენიმე თვის წინ გადაეცა. ამ დროის განმავლობაში, ამ წუთებამდე აქტიურად მიმდინარეობს ტერიტორიისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ოთხი თვის განმავლობაში მოწესრიგდა უშუალოდ ცხოველთა თავშესაფრები, ე.წ ვოილერები და ფუნქიონირება დაიწყო ამბულატორიულმა კაბინეტმა. 200-მდე ცხოველს ჩაუტარდა სტერილიზაცია, კასტრაცია და საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის მკურნალობა. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, ძაღლების დახოცვის ფაქტს, ჩვენს ტერიტორიაზე ადგილი არ ჰქონია. გავრცელებული მასალიდან მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ კადრები მოპოვებული იქნა მიტოვებულ, გაურკვეველ ტერიტორიაზე, რომელიც ვერ ადასტურებს თავშესაფრის თანამშრომელთა მიერ ცხოველთა დახოცვის ფაქტს და კონკრეტულ ადგილს. რაც შეეხება თავად არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შუაღამით, უნებართვოდ ცხოველთა თავშესაფრის ტერიტორიაზე, ნასვამ მგომარეობაში, განხორციელებულ ე.წ "მონიტორინგს", საეჭვოა მათივე განცხადებიდან გამომდინარე. ანონიმურმა წყარომ ცხოველების დახოცვის შესახებ მათ დღის 5 საათზე აცნობა, ხოლო ე.წ მონიტორინგი განხორციელდა არა მყისიერად, არამედ ღამის 1 საათზე, რაც მხოლოდ სისხლის ნაკვალევის აღმოჩენით შემოიფარგლა. ვაცხადებთ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ვოილერებიდან დეზინფექციის მიზნით გამოყვანილი ცხოველები ერთმანეთს აზიანებენ.

მეტი სიცხადისთვის ვამბობთ იმასაც, რომ მას შემდეგ როდესაც მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარზე კონტროლი და მეთვალყურეობა დაგვევალა, მაშინვე შევთავაზეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქმიანი ურთიერთთანამშრომლობა, რაც მათი მხრიდან მხოლოდ დაუსაბუთებელი, არაობიექტური ბრალდებების გავრცელებით გამოიხატა.მაგალითისთვის საზოგადოებას შევახსენებთ, ცხოველთა უფლებების დამცველთა მხრიდან ჩვენი მისამართით გაჟღერებულ "ჩინელებზე ცხოველების მიყიდვის" აბსურდულ ფაქტს,"- აცხადებენ ა(ა)იპ "სპეციალურ სერვისებ"-ში.


ნანახია: 2677-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„სპეციალური სერვისები“-ს გენერალური დირექტორი თავშესაფრის ტერიტორიაზე საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლების
ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი ქუთაისში 2015 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ უცხოელი ცხოველთა დამცველები, რომლებმაც მათ ქვეყნებში ცხოვლებეის მიმართ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
თანამედროვე სტანდარტების მქონე ცხოველთა თავშესაფრის მოწყობა ადგილობრივი ხელისუფლებას 200 0000 ლარამდე დაუჯდა.
ცხოველთა თავშესაფარში არსებულ ვითარებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია გაეცნო.
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 18 მარტს, 13:00 საათზე, ავტოქარხნის

ამინდი