Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ცხოველების დახოცვის ფაქტზე ცხოველთა დამცველებმა იცრუეს?

თარიღი : 9-02-2016, 16:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ქუთაისის ძაღლთა მუნიციპალურ თავშესაფარს ცხოველების დახოცვაში ადანაშაულებს. ფედერაციის წარმომადგენლის მირანდა ჩოგოვაძის განცხადებით, ორგანიზაცია ფლობს ფოტოებს, რომელზეც დასისხლიანებული , მოკლული ძაღლებია გამოსახული.

“ჩემი ორგანიზაციის წარმომადგენლები გვიან ღამით შემოვიდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე. ცხოველების ლეში ვერ იპოვეს, რადგან მალევე იქნა გატანილი, მაგრამ მოლიერების და მიმდებარე ადგილების დათვალიერებისას აღმოაჩინეს სისხლის კვალი,''- აცხადებს ჩოგოვაძე.

საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელი იმასაც აღნიშნავს, რომ თუ სისხლის კვალი მოკლული ცხოველების არ არის, მაშინ ამ ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
აღნიშნულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს ა(ა)იპ „სპეციალური სერვისები“-ს გენერალური დირექტორი გელა გაგუა. მისი თქმით, ეს ორგანიზაცია პირველად არ ახორციელებს მსგავს ქმედებას, ხოლო მათ მიერ წარმოდგენილი ფოტოები არ არის თავშესაფრის ტერიტორიაზე გადაღებული.

,,ჩვენს თავშესაფარში სისხლის კვალის არსებობა ჩვეული მოვლენაა. აქ ხშირად კეთდება ოპერაციები, კასტრაცია, სტერილიზაცია. ცხოველის ქუჩაში გაშვების შემდეგ ის საზოგადოებისათვის უსაფრთხო უნდა იყოს, „-აცხადებს გაგუა.

გარდა ამისა, ა(ა)იპ „სპეციალური სერვისები“-ს გენერალური დირექტორი თავშესაფრის ტერიტორიაზე საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლების შესვლას ვანდალურს უწოდებს. ბრალდებას უსამართლოდ მიიჩნევს მირანდა ჩოგოვაძე და აღნიშნავს, რომ დაწესებულებას ჰყავს დაცვა, რომელსაც ისინი შესვლისას არ შეუჩერებია.

ნათია სვანიძე


ნანახია: 1411-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"სპეციალური სერვისები“ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას ეხმაურება და
ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი ქუთაისში 2015 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს.
'ფედერაციის წარმომადგენელს თავშესაფრის ფარულად დათვალიერება უნდოდა.'
ახალადრეაბილიტირებულ სამედიცინო ბლოკში, ოპერაციის მიმდინარეობას ადგილზე 'სპეციალური სერვისების' გენერალური დირექტორი გელა გაგუა
ლაჭყებიანი იმასაც ამბობს, რომ თავშესაფრის ხელმძღვანელი თამაზ დეისაძე თავშესაფრის ინტერესებს ოჯახის ინტერესებს არგებს.
ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში განხორციელებულ ოპერაციას ადგილზე კომპანიის გენერალური დირექტორი გელა გაგუა გაეცნო.

ამინდი