ქუთაისში წყალბურთში სასკოლო პირველობა დაიწყო
თარიღი : 9-02-2016, 16:09 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, "ლაგუნა"-ზე სტარტი აიღო ქალაქის მერიის სპორტის განყოფილების საპილოტე პროექტმა: სასკოლო პირველობა წყალბურთში. ქუთაისის ნაკრებებთან ერთად, საპატიო სტუმრად ტურნირში ბათუმის ნაკრების გუნდიც მონაწილეობს. ტურნირის გახსნას ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრო.
"ამ ტურნირში 8 სკოლიდან 60 მოსწავლე იღებს მონაწილეობას. მომავალი წლიდან კი ტურნირი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს,"- ამბობს მერიის სპორტის განყოფილების მთავარი სპეციალისტი სოფიკო კიკნაველიძე.
ტურნირი 12 თებერვალს დასრულდება. გამარჯვებული სკოლის გუნდს კი მერიის თასი გადაეცემა.
მარუსა ხურციძე