"გამოუვალი მდგომარეობა" ქუთაისელებისთვის იმღერებს

13 თებერვალს ქუთაისში ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა" იმღერებს. ქუთაისელი მაყურებლისთვის ჯგუფი კონცერტს, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, 16 და 19 საათზე გამართავს. ბილეთები იყიდება მესხიშვილის თეატის სალაროში. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტელეფონი: 24 56 41.