Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ცხოველთა დაცვის ფედერაცია ქუთაისში ძაღლების დახოცვაზე საუბრობს

თარიღი : 9-02-2016, 11:13 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ააიპ ,,სპეციალური სერვისები''-ს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლების დახოცვის ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ავრცელებს.

"2016 წლის 8 თებერვალს ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ფოტომასალები (სულ ორი ფოტო), რომლებზედაც ასახულია ზემოაღნიშნული თავშესაფრის ტერიტორიაზე მყოფი გარდაცვლილი ძაღლები. ფოტოები მიღებულ იქნა მობილური ტელეფონის მეშვეობით. ფუნქცია Details-ის მეშვეობით დგინდება, რომ ორივე ფოტო გადაღებულ იქნა 2016 წლის 8 თებერვალს დღის ხუთ საათსა და ათ წუთზე, ხოლო Bluetooth-ის მეშვეობით წყაროსგან მიღებულ იქნა ამავე დღესვე საღამოს ათ საათსა და რვა წუთზე. ამის შემდგომ ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლები მივიდნენ ზემოაღნიშნულ თავშესაფარში, სადაც დარჩენილი იყო სისხლის კვალი," -ნათქვამია განცხადებაში.

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი ქუთაისში 2015 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. 2016 წლის იანვრიდან დღემდე თავშესაფარის დირექტორი ქუთაისის მერიის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი, თამაზ დეისაძეა.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს ცხოველთა დაცვის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, აღნიშნულთან დაკავშირებით topnews.com.ge ააიპ "სპეციალურ სერვისებს" დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ორგანიზაცია შესაბამის განცხადებას გააკეთებს.


ნანახია: 2616-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„სპეციალური სერვისები“-ს გენერალური დირექტორი თავშესაფრის ტერიტორიაზე საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლების
"სპეციალური სერვისები“ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას ეხმაურება და
შეხვედრას ესწრებოდნენ უცხოელი ცხოველთა დამცველები, რომლებმაც მათ ქვეყნებში ცხოვლებეის მიმართ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
ცხოველთა თავშესაფარში არსებულ ვითარებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია გაეცნო.
ვეტერინარებისათვის სწავლება საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის რეკომენდაციის საფუძველზე, მიმდინარე წლის 14-15 მარტს
თანამედროვე სტანდარტების მქონე ცხოველთა თავშესაფრის მოწყობა ადგილობრივი ხელისუფლებას 200 0000 ლარამდე დაუჯდა.

ამინდი