Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“მიმანიშნე და აღარ დავლეწავ მანქანას,"-ამორტიზებული გზებით უკმაყოფილო მძღოლები ქუთაისში

თარიღი : 9-02-2016, 01:06 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, გზებზე არსებული ორმოულები ის თემაა, რომელიც ქალაქში ავტომობილით მოძრავ თითქმის ყველა მძღოლს აწუხებს.
მძღოლების უკმაყოფილებას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ საავტომობილო გზებზე ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით დაგეგმილი სამუშაოები ხშირად თვეების მანძილზე გრძელდება, რაც რაც მოძრაობას აფერხებს და გადაადგილებისას დისკომფორტს იწვევს.

Topnews.com.ge-სთან საუბარში მძღოლები განმარტავენ, რომ არის ადგილები, სადაც ორმოულების სიგანე მათზე აცდენის საშუალებას გამორიცხავს.
მძღოლების ამგვარი "მარცხი" კი მანქანების ტექნიკურ დაზიანებას იწვევს, რასაც საბოლოოდ ისევ მძღოლების ჯიბის სისუსტემდე და ადგილობრივი ხელისუფლების კეთილად მოკითხვამდე მივყავართ.
„როგორ შეიძლება ყოველ 3 თვეში იგებოდეს გზები თან ასე უხარისხოდ?! მსგავს გზაზე გადაადგილება არა თუ მხოლოდ დისკომფორტს ქმნის, არამედ ხშირად მანქანასაც აზინებს ხოლმე,"- ამბობს მძღოლი შოთა ტონია.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე განმარტავს, რომ საავტომობილო გზებზე მიმდინარე სამუშაოების ხანგრძლივობას ისინი ვერ განსაზღვრავენ, რადგან სამუშაოები ამინდზეა დამოკიდებული.
http://topnews.com.ge/photo/news/20160209010451.png


„მსგავს წვიმიან ამინდში მხოლოდ დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება. ასფალტი რომ დაიგოს ხარისხიანად, ტემპერატურა 12-დან 16 გრადუსამდე უნდა იყოს,"- აცხადებს ბასილაძე.
ხოლო გზებზე სამუშაოების ჩატარების სიხშირეს ამგვარად განმარტავს: „ყველა გზას აქვს ამორტიზაციის პერიოდი 5-დან 7 წლამდე. 3-დან 5 წლის პერიოდში გზას უტარდება ორმოული შეკეთება. ტექნიკური მხარე ასეთია, ძველი ასფალტი იღება, მუშავდება და ისევ ბრუნდება,"- აცხადებს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი.

ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მსგავსად, საკუთარი არგუმენტებით საუბრობენ მძღოლებიც. მათი დიდი ნაწილი ხშირად ჩივის, რომ სიბნელეში ორმოულების არსებობა ძნელად შესამჩნევია. საქმეს ისიც ართულებს, ტერიტორიაზე სამუშაოების მიმდინარეობისა და მძღოლებისთვის სიფრთხილის მიმანიშნებელი არანაირი ნიშანი დგას.

“მიმანიშნე და აღარ დავლეწავ მანქანას, სულ სხვა გზით წავალ! გასაცოფებელია, რომ არანაირ მიმანიშნებელ ნიშანს არ უდგამენ სამუშაოებს. ორმოულები ისეთ ადგილას, სადაც ხშირად არ გიწევს ხოლმე გავლა წვიმიან ამინდში ან ღამით, რთული შესამჩნევია ხოლმე,"- ამბობს მძღოლი ნიკო ჭანტურაია.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 3125-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გზებზე მიმდინარე სამუშაოების ხარისხი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ შეამოწმა.
ქალაქის ცენტრალური ქუჩების ორმოულების შეკეთება წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ქუთაისის მერმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
სულ ქალაქის მასშტაბით ორმოულების შეკეთების მიზნით 1 250 000 ლარია გათვალისწინებული.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და