კრივში საქართველოს პირველობა ქუთაისელმა სპორტსმენმა მოიპოვა
თარიღი : 8-02-2016, 18:23 | კატეგორია: ახალი ამბები

მიმდინარე წლის 4–7 თებერვალს, ფოთში, კრივში ახალგაზრდებს შორის საქართველოს პირველობა ჩატარდა. ტურნირში ქუთაისის, თბილისის, რუსთავის, გარდაბანის, თელავის, გორის, ჭიათურის, ზესტაფონის, ბაღდადის, ბათუმის, სენაკის, წალენჯიხის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის, ყვარელის და ფოთის მოკრივეთა ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. საქართველოს პირველობაზე 4 მედალი მოიპოვეს ქუთაისის აკაკი კაკაურიძის სახელობის №18 კრივის სპორტული სკოლის მოკრივეებმა. ჩემპიონი გახდა 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ონისე სოსელია (მწვრთნელი: ბ. ჭიჭინავა), რომელიც პარალელურად კიკ ბოქსინგში ვარჯიშობს და სპორტის ამ სახეობაში 17 წლამდე ევროპის ჩემპიონია. მესამე ადგილებზე გავიდნენ: მჟავია გიორგი - 60 კგ (მწვრთნელი: კ. ჩანკვეტაძე), დევიძე ისაკო - 69 კგ (მწვრთნელი:თ. ლორთქიფანიძე) და თათელიშვილი ზაზა - 81 კგ (მწვრთნელი: ბ. ჭიჭინავა).