Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის არქეოლოგია", - წიგნი ქალაქის ისტორიაზე

თარიღი : 8-02-2016, 18:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
,,ჩვენ გვაქვს უტყუარი მასალა ქუთაისის ქალაქობის, როდის წარმოიშვა ის და რამდენი წლის ისტორია აქვს,’’- განაცხადა ომარ ლანჩავამ საკუთარი წიგნის - "ქუთაისის არქეოლოგია"-ს პრეზენტაციაზე. ღონისძიება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა. აღნიშნულ წიგნში ერთიან დოკუმენტად პირველად გამოქვეყნდა არქეოლოგიური კვლევის შედეგები.

ომარ ლანჩავას წიგნის გამოცემა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ დააფინანსა. წიგნი ქუთაისის უძველეს ისტორიას ეხება და იმ მასალების საფუძველზეა დაწერილი, რომელიც ათეული წლის განმავლობაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა.

პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდა, რომელმაც მოწვეულ სტუმრებსა და მთელ საქართველოს დავითობა მიულოცა. მურღულიას თქმით, წარმოდგენილი წიგნი ამტკიცებს, რამდენად ძველი ქალაქია ქუთაისი.

"ვიწყებთ ფიქრს იმაზე, რომ ჩვენი ქალაქი, როგორც უძველესი თავისი ღირშესანიშნაობებით, იყოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. ამ ყველაფერს სერიოზული მუშაობა სჭირდება. პირველი ეტაპი იყო წიგნის გამოცემა, ხოლო შემდგომი იქნება გარკვეული ღონისძიებების დაგეგმვა,"- განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

ნათია სვანიძე


ნანახია: 2796-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიაში წიგნის-'ქუთაისი გუშინ, დღეს, ხვალ...' პრეზენტაცია გაიმართა.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადებით, დღევანდელ სესიაზე გადაწყდა ორივე ტაძრის -
ქუთაისის სპორტის მუზეუმში ზურაბ ჯავახაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ქუთაისში, სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დღეს ფიროსმანის სურათების გამოფენა გაიხსნა.

ამინდი