ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის თანამშრომლები ხვალ საპროტესტო აქციას გამართავენ
თარიღი : 8-02-2016, 16:48 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ზესტაფონში ხვალ საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც TOPNEWS- ს ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის თანამშრომლებმა განუცხადეს, ისინი ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, კუთვნილი შვებულების აღებას და ადმინისტრაციის მხრიდან დაუსაბუთებელ რეორგანიზაციას გააპროტესტებენ.
‘’საშინელ პირობებში გვიწევს მუშაობა, ადმინისტრაციას კი პრობლემების მოსმენაც არ სურს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ხვალ, დღის 12 საათზე აქცია გავმართოთ და მონური პირობები გავაპროტეტოთ,’’- აცხადებენ ქარხანაში დასაქმებულები.
ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლების აქციას პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
ნათია სვანიძე