Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჯამში, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტებში, 4 მლნ ლარამდე დაიხარჯება"

თარიღი : 8-02-2016, 15:46 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტში, რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 4 მლნ ლარი დაიხარჯება.

როგორც ლორთქიფანიძემ განაცხადა, ვანში და ხონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად თანხები გამოიყოფა როგორც რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშიც.

„2016 წელს ვანისა და ხონის რაიონებში ძალიან სერიოზული თანხები დაიხარჯება. წელს მარტო რეგიონალური განვითარების ფონდიდან ვანში და ხონში დაახლოებით 4 მლნ ლარი დაიხარჯება. კონკრეტულად ვანის რაიონში დაფინანსდება ისეთი პროექტები როგორიცაა: ტობანიერი-ყუმურის გზა, დიხაშხო-ბზვანის გზა, დიხაშხოს ცენტრიდან დედათა მონასტრისკენ მიმავალი გზა, დიხაშხოს ცენტრალურ გზასთან შემაერთებელი გზა, ე.წ. ჭალის მიმართულებით გზა. სამწუხაროდ, ყველა დონეზე გავლილი იყო ზეინარი-სალომინაოს გზა, რომელიც პროექტში ჩასმული იყო, მაგრამ რატომრაც გაურკვევლობა მოხდა, მქონდა შესაბამის სტრუქტურებთან საუბარი და მივიღე დაპირება, რომ თებერვლის ბოლოსთვის ეს პროექტიც დაემატება და ეს გზა წელს აუცილებლად იქნება დაწყებული და დასრულებული“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ

დეპუტატის განმარტებით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურილი პროექტები ხონშიც განხორციელდება.

„ხონშიც ძალიან საინტერესო პროექტები იქნება, მათ შორის სოფელ გუბში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა, გათვალისწინებულია ქალაქის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია-დასრულება. ასევე ქალაქის ქუჩების კეთილმოწყობა და ა.შ. ანუ ჯამში, რეგიონული განვითარების ფონდიდან მთავრობის დადგენილებით 4 მლნ ლარამდე დაიხარჯება“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.


ნანახია: 2430-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ topnews.com.ge-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, რომელთა მოსახლეობა ამორტიზებულ გზებს უჩივის, მიმდინარე წელს გზების
რეგიონალური განვითარების ფონდიდან ხარაგაული-ბაზალეთის გზის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციის პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტის

ამინდი