ვამხილოთ თაღლითი იპოთეკარები-აქცია თბილისში
თარიღი : 16-10-2013, 19:26 | კატეგორია: ახალი ამბები

"ვამხილოთ თაღლითი იპოთეკარები," - სოციალურ ქსელ facebook-ში ამგვარი სახელწოდებით არსებულ ჯგუფში მასშტაბური აქცია ანონსდება.
"19 ოქტომბერს 12.00 საათზე თბილისში, საქართველოს ბანკთან იმართება საპროტესტო აქცია. ბანკებთან ურთიერთობაში ყველა დაზარალებულს გთხოვთ მოხვიდეთ აქციაზე. ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები,ნუ დარჩებით სახლებში. ეხლა თუ არ გავიმარჯვებთ, ხვალ ბევრი თქვენგანი ქუჩაში აღმოჩნდება. ავიმაღლოთ ხმა ამ უსამართლობის წინააღმდეგ," - ნათქვამია აღნიშნულ ჯგუფში განთავსებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები იმ კანონპროექტის მიღებას ითხოვენ, რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით შეჩერებულია. კანონპროექტს, რომელიც გამოსახლებების 6 თვით შეჩერებას ითვალისწინებს, მთავრობა ეწინააღმდეგება.