Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბესო მიქელთაძე: ომარ ნიშნიანიძეს გაუმარჯოს!

თარიღი : 8-02-2016, 14:33 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქუთაისში მიწისქვეშა ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრის, ომარ ნიშნიანიძის მიერ გამოთქმულ იდეას მსოფლიო ჩემპიონი ბესო მიქელთაძე ეხმიანება. დეპუტატი აცხადებს, რომ ის აღნიშნულ იდეას მხარს ყველა სახელმწიფო ინსტანციაში დაუჭერს.

Topnews.com.ge იმ წერილს გთავაზობთ, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონი დეპუტატის იდეის საპასუხოდ ავრცელებს.

"ომარ ნიშნიანიძეს გაუმარჯოს!!!
ჯერ იყო და საზღვაო პორტი უნდა გავაკეთო ქუთაისშიო, გაგაოცებთო, წითელ ხიდზე საოკეანო ლაინერები უნდა ავაგუგუნოო, მერე კიდევ რაღაც საოცრება მოიფიქრა, ეხლა კიდევ სულ ჯოკერი გაარტყა ზუსტად ცხრიანში. მოკლედ მიწისქვეშა ტურიზმს ანვითარებს ბატონი ომარი ჩვენს საყვარელ ქუთაისში. იდეა გადასარევია, პირდაპირ უვიზო მიმოსვლის შანსიც გვიჩნდება ამერიკა-კანადა-იაპონიასთან. თან ეს იდეა კანადელებსაც და ამერიკელებსაც ძალიან მოსწონებიათ. ამერიკის სარეზერვო ფონდს როტშილდების და როკფელერების ხელით უკვე ფულიც გამოუყვიათ და მიწისქვეშა ავტობანებს გამალებით აკეთებენ. პირველი მიწისქვეშა ტრასა საფიჩხია-ტორონტო-ნიუ-იორკი წელს ზაფხულში გაიხსნება. ასევე, იხსნება მიწისქვეშა საოკეანო ტურიზმის ტრასა, პირველი მიწისქვეშა, საოკეანო ლაინერი წელს მოგვიანებით შემოდგომაზე გადის. ის ავტრალიასთან უზრუნველყოფს ჩვენს მომოსვლას. ბილეთი 25 დოლარი ეღირება. ჩემო ომარ ეს ნოვაციები გადასარევია, მაგრამ ერთს კი გთხოვ, თუ რამე სიკეთე და სიახლე გინდა ქალაქისათვის, თან ხელიც მიგიწვდება ხელისუფლებასთან, როგორც შენ ამბობ, სანამ ამ გადასარევ სამდინარე და მიწისქვეშა პორტებს გაგვიხსნი, დაეხმარე ქალაქის მერიას და რამდენიმე ავტომატური თანამედროვე მიწისქვეშა მისაწყობი ავტო პარკინგი შეაძენინე, მიეხმარე მათ და გადადით ქუთაისში სრულიად ელექტრონულ მთავრობაზე(e-Govenement), დაეხმარე მათ და მელიტონ ბალანჩივაძის და ზაქარია ფალიაშვილის ქუთაისში აღადგინეთ საერათაშორისო საოპერო კონკურსები, დაეხმარე მათ და აღადგინეთ ძველი უბნები ისე როგორც ეს დაიწყო თბილის მერიამ. დაეხმარე მათ და დააბრუნეთ ოქროს საწმისი ქუთაისში, ის ჯერ ბერძნებმა მოგვპარეს შემდეგ რუსებმა, ზამთრის სოჩის ოლიმპიადა იმით გახსნეს, რომ ოქროს საწმისი ჩვენიაო. გააკეთეთ ოქროს საწმისის თემატური პარკი ახალგაზრდობის პარკის სანაცვლოდ. ეს ხომ ქალაქს გაგივსებს ტურისტებით. შეუწყვე ხელი ქუთაისის აეროპორტის განვითარებას და შემოიყვანე ახალი დაბალბიუჯეტიანი აეროკომპანიები. ისეთები, როგორიცაა Welogo,Ryanair, SkyEurope,BMI Baby, Air Madrid და სხვები. კოპიტნარს დღესაც შეუძლია მიიღოს ტვირთმზიდი თვითმფრინავები: Boeng 748-8, Freighter ,Airbus 300B4, il-96_400t. ამ ბაზაზე რეგიონალური ხაბის გაკეთება შეიძლება, დაეხმარე და განავითარე რელიგიური ტურიზმი ქალაქში. შემოიტანე ქალაქში იაფიანი სესხი სასტუმრო ბიზნესის განვითარებისათვის, დაეხმარე მერიას, მოაპოვებინე მსხვილი სახსრები, შეაქმნევინე მსხვილი ფონდი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის, ააშენებინე მერიას დიდი საგამოფენო ცენტრი ინოვაციური გამოფენებისათვის, მოაპოვებინე სახსრები მერიას და შეაძენინე, ახალი ელექტრობუსები ამ გაუბედურებული საქალაქო ტრანსპორტის ნაცვლად, დანერგეთ ქალაქში ტრანსპორტისათვის GPS სისტემები. მოკლედ, ეს ის ცოტაა, რაც ამ დილით გამახსენდა 6 საათზე. თუ დანარჩენმაც დაგაინტერესოს, რა და როგორ, არც ეგაა პრობლემა, შემეხმიანე, თორემ რასაც შენ ითხოვ, ის რომ ქუთაისის მერმა გააკეთოს და ფული გამოყოს რიონზე საზღვაო პორტის მშენებლობასა და საფიჩხიაზე მიწისქვეშა ტურიზმის განვითარებაზე, გარწმუნებ ციმბირს გადააცილებენ. რას ერჩი მაინც, რა დაგიშავა ესეთი ან მან ან ჩვენ?? ისე მთლად ცუდი იდეა არაა, ეგ რომ გაკეთებული გქონოდა უკვე, ეხლა რიოს კარნავალზე იქნებოდა წასული ნახევარი ქალაქი მიწისქვეშა პორტით.::)))," - წერს ბესო მიქელთაძე.


ნანახია: 2230-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე მზადაა, ქუთაისში მიწისქვეშა ტურიზმის განვითარებისთვის იბრძოლოს.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის სურვილს მსოფლიო ჩემპიონი გამოთქვამს.
ნაგავი, ფეკალური მასები, სუნი და ქუჩური გარჩევები _ აი, ეს ხდება ქუთაისის მიწისქვეშა გადასასვლელებში.
ამის შესახებ სამოქაალქო აქტივისტი აკაკი საღინაძე წერს. მოხატვამდე მოხალისეებმა მიწისქვეშა გადასასვლელი დაასუფთავეს.

ამინდი