„მთელი ფილარმონია აქ არის,გვინდა ქუთაისლების სიცილი და სიყვარული ვნახოთ“
თარიღი : 8-02-2016, 14:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში „დავითობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან იმართება. ოპერის თეატრის ფოიეში ააიპ "ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალის- ფოტო-კინო-მატიანეს მუზეუმის მიერ გამოფენა გაიმართა, სადაც ცნობილი ფოტოგრაფების ობიექტზე აღბეჭდილი,1870-2015 წლებში გადაღებული გელათის სამონასტრო კომპლექსი იყო წარმოდგენილი.

გამოფენის პარალელურად, ოპერის თეატრის სცენაზე "დავითობისადმი" მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა ქუთაისის, გორის, თბილისის და სამტრედიის ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა სტუდიებმა მიიღეს.
„ნუზგარ ერგემლიძე, გურამ ჯაში, ბიძინა მახარაძე, მოკლედ მთელი ფილარმონია აქ არის, ძალიან გვიყვარს ამ ქალაქში სტუმრობა. გვინდა ისევ და ისევ ქუთაისლების ღიმილი, სიცილი, ტაში და სიყვარული ვნახოთ, რომელსაც ყოველთვის ვხვდებით ხოლმე,“- აცხადებს მსახიობი და იუმოისტი ნუგზარ კვაშალია.
მარუსა ხურციძე