Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"გირჩი" საზოგადოებას საჯარო ლექციებს შესთავაზებს

თარიღი : 8-02-2016, 13:53 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
"ვერავინ ვერაფერს წაგვართმევს თავისუფლების გარდა, სწორედ აქ გვჭირდება ერთიანობა",- ამგვარი განცხადება პროფესორმა ირაკლი ჯულაყიძემ ‘’ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი"-ს ქუთაისის ოფისში გამართულ საჯარო ლექციაზე გააკეთა.

შეხვედრაზე საუბარი გლობალიზაციის პირობებში საქართველოს როლსა და ადგილს შეეხო. ლექციას სტუდენტები, მედიის წარმომადგენლები და საკითხით დაინტერსებული საზოგადოება დაესწრო.

"გლობალიზირებულ სამყაროში არავის სჭირდება ჩვენი ეროვნებისა და რწმენის წართმევა. აქ არ არის რელიგიური ექსტრემიზმის ადგილი. აქ აინტერესებთ ის, რომ ხართ ადამიანი და არა მოძალადე,’’- აცხადებს ჯულაყიძე.

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის’’ ხელმძღვანელის, თემურ ცამციშვილის თქმით, ლექციის თემატიკა სიმბოლურია, რადგან დღეს არის დავითობა და დავით აღმაშენებელი იყო ის მეფე, რომელმაც ზუსტად იცოდა გლობალიზაციის მნიშვნელობა და ზუსტად ხედავდა ჩვენი ქვეყნის ადგილს გლობალიზაციის პირობებში.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ლექციას არ ექნება ერთჯერადი სახე და პოლიტიკურ ცენტრს კვლავ ეყოლება საინტერესო სტუმრები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე.

ნათია სვანიძე


ნანახია: 1736-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პოლიტიკური ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით კვლავ განაგძრობს ოფისების გახსნას.
"ახალი პოლიტიკური ცენტრი"-ს წარმომადგენლების თქმით, კონცერტის ჩატარების მიზანი ალტერნატიული მუსიკის პოპულარიზაცია და
"ახალი პოლიტიკური ცენტრის- გირჩი"-ს ლიდერები იმერეთის რაიონული ოფისების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე 'ახალი პოლიტიკური ცენტრის' წარმომადგენლებმა ქვეყნის განვითარების თავიანთი ხედვებზე ისაუბრეს.
'გირჩი' გეგმების გაჟღერებას ლაივ კონფერენციაზე გეგმავს.
"გირჩში" კრიტიკას პასუხობენ.

ამინდი